|
2018-01-22 11:43:14, 1499 ნახვა
კომენტარი
შს მინისტრი: ძალიან კარგად გვესმის, რომ ჰუმანური ნარკოპოლიტიკა არის ერთადერთი გამოსავალი
იუსტიციის სამინისტროში ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მიიღო. იუსტიციის მინისტრს ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის მოწვევის თხოვნით შინაგან საქმეთა მინისტრმა მიმართა. როგორც გიორგი გახარიამ განაცხადა, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმატი, რომლითაც შესაძლებელი იქნება ამ მიმართულებით პროგრესის მიღწევა. უწყებათშორისი საბჭოს სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა უწყებების კომპლექსური მუშაობის მნიშვნელობას და ნარკოპოლიტიკის მოწესრიგებისთვის სწრაფი, ერთობლივი და ქმედითი ნაბიჯების გადადგმას. „ვხედავთ, რომ დისკუსია, ნარკოპოლიტიკის თემაზე, დროში გახანგრძლივდა და ეს არ ეხმარება მდგომარეობის გაუმჯობესებას. ჩვენ ამას ვამბობთ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით და განსაკუთრებით იმ ნაწილში, რაც ეხება ქვეყანაში ნარკოსაშუალებების შემოსვლას და მათ რეალიზაციას. აქ ჩვენ, რეალურად, ვხედავთ სერიოზულ რისკებს. ამ მიმართულებით მკაცრი მიდგომები არა თუ შესანარჩუნებელია, ხშირ შემთხვევაში, გასამკაცრებელია. მიუხედავად ამისა, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ჰუმანური და კომპლექსური ნარკოპოლიტიკა არის ერთადერთი გამოსავალი. ნარკოტიკების მოხმარებასთან ჰუმანური მიდგომა უნდა იყოს აბსოლუტურად დაბალანსებული, რათა ბალანსი ჰუმანურობასა და მოხმარების წახალისებას შორის იყოს ერთმნიშვნელოვნად დაცული. ეს არ უნდა იყოს მოხმარების წახალისების პროვოცირება. ნარკოპოლიტიკის ძირითადი ამოცანა უნდა იყოს, არ გაჩნდნენ ახალი მომხმარებლები და მოხდეს მომხმარებლების რეაბილიტაცია. ჩვენ ვნახეთ, რომ ძალზედ ბევრი კონკრეტული ნაბიჯია გადადგმული, რომლებმაც კონკრეტულ შედეგამდე მიგვიყვანა და შესაბამისად, ჩავთვალეთ, რომ სჯობს ყველა უწყებას, ერთ პლატფორმაზე კონცენტრირებულად ჰქონდეს საშუალება, გამოთქვას აზრი. ეს დაგვეხმარება სწრაფად და მაქსიმალურად ობიექტურად მივიდეთ საბოლოო გადაწყვეტილებამდე. როდესაც ვიღებთ ძალიან მნიშვნელოვან საკანონმდებლო ცვლილებებს, უნდა გვქონდეს კონკრეტული გეგმა და აბსოლუტურად მკაფიო ხედვა, ყველა მიმართულებით. ჩვენ ვემხრობით ჰუმანურ მიდგომებს, გვინდა, რომ დავიცვათ ბალანსი, თუმცა ჩვენი ჰუმანური მიდგომები არ უნდა გახდეს წახალისების მაპროვოცირებელი და გვინდა, რომ გვქონდეს კონკრეტული გეგმა - რას ვაკეთებთ და რა პერიოდში. ჩვენ მზად ვართ ამ ფორმატში, ძალიან აქტიურად მივიღოთ მონაწილეობა,“ - განაცხადა გახარიამ. შეგახსენებთ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის მოწვევის თხოვნით გიორგი გახარიამ თეა წულუკიანს 17 იანვარს მიმართა.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)