|
2018-01-20 13:19:57, 3447 ნახვა
მსოფლიო
აშშ-მ ეროვნული თავდაცვის ახალი სტრატეგია წარადგინა, სადაც საქართველოც არის ნახსენები
პენტაგონის ხელმძღვანელმა ჯეიმს მატისმა ეროვნული თავდაცვის ახალი სტრატეგია წარადგინა, სადაც საქართველოზეც არის საუბარი. აღნიშნული სტრატეგია,უწყების ოფიციალურ ვებ-გვერდზეც გამოქვეყნდა. პენტაგონმა ქვეყნის მთავარი მოწინააღმდეგეები დაასახელა, რომელთა შორის რუსეთიც არის. კერძოდ საუბარია იმაზე, რომ აშშ-სთვის მთავარ საფრთხეს არა ტერორიზმი, არამედ რუსეთი, ჩინეთი, ირანი და ჩრდილოეთ კორეა წარმოადგენენ. მათთან სტრატეგიული მეტოქეობისთვის პენტაგონი დამატებითი ინვესტიციის აუცილებლობაზე საუბრობს. "ჩვენ გავაგრძელებთ, ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლას, მაგრა ახლა დიდ ძალაუფლებებს შორის კონკურენცია და არა ტერორიზმი არის აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ძირითადი აქცენტი ვართ მზარდი საფრთხის წინაშე რევიზიონისტი ძალაუფლების მხრიდან და ასეთია ჩინეთი და რუსეთი. ვაღიარებთ, რომ ვერც ერთი სტრატეგია ვერ იარესებებს დიდხანს საჭირო დაფინანსების გარეშე. ამერიკის დასაცავად სტაბილური და გეგმიური ბიუჯეტია აუცილებელი", - განაცხადა პენტაგონის ხელმძღვანელმა. "რუსეთი ცდილობს ახლოს მდებარე ქვეყნებზე გავლენა იქონიოს, მისი ეკონომიკური და სიპლომატიური გადაწყვეტილებების ფონზე. მას ასევე სურს გაანადგუროს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, ყველაფერი გამოიყენოს თავის სასარგებლოდ. ახალი ტექნოლოგიების გამოყენება საქართველოში, ყირიმსა და უკრაინის აღმოსავლეთში დემოკრატიული პროცესების დისკრედიტაციისა და დაზიანებისთვის უკვე იწვევს საკმარის შეშფოთებას, თუმცა როდესაც ეს გაერთიანებულია ბირთვული არსენალის გაფართოებასა და მოდერნიზებასთან, გამოწვევა სრულიად ნათელია"- ნათქვამია დოკუმენტში.
სასამართლომ მოქალაქე კახა კალაძის სოციალურ ქსელში შეურაცხყოფისთვის 1500 ლარით დააჯარიმა
ისრაელში ავიაკომპანია Flydubai-ს რეისზე გამოჩენილი გმირობისთვის ქართველ ებრაელ ექიმს დააჯილდოებენ
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)