2018-01-18 21:13:30, 2123 ნახვა
საზოგადოება
„რ2“: საქმის მასალებში წერია, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ ჩხუბში 23 პირი მონაწილეობდა - მთავარი მტკიცებულება კი, განადგურებულია
51-ე სკოლის მოსწავლეების მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება განადგურებულია.
საუბარია, ხორავას ქუჩის N36-ში მოშლილ ფარდულზე, სადაც მოსწავლეებმა ჩხუბი დაიწყეს. ნაგებობის დემონტაჟის გამო საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომლის ჩატარებასაც საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების ადვოკატები გეგმავდნენ, ჩაიშალა და ვეღარ შედგება.
„კურიერის“ ინფორმაციით, საქმის მასალებში წერია, რომ ჩხუბში, რომელსაც ორი მოზარდი ემსხვერპლა 23 პირი მონაწილეობდა. პროკურატურას კი, მხოლოდ 13 პირის ვინაობა აქვს იდენტიფიცირებული. მკვლელობის საქმეში ფიგურირებენ არასრულწლოვნები, რომლებიც დანაშაულის თვითმხილველები ან მონაწილეები არიან, თუმცა ისინი მხოლოდ მოწმის სტატუსით დაკითხეს.
ავტორი: ,