2018-01-18 12:10:57, 1547 ნახვა
საზოგადოება
NDI: გამოკითხულთა დიდ ნაწილს გენდერულ თანასწორობაზე დადებითი ასოციაცია აქვს, ფემინიზმზე კი - უარყოფითი
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტუტის (NDI) 2017 წლის დეკემბრის თვეში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობას, 80%-ს კაცებსა და ქალებს შორის თანასწორობაზე დადებითი ასოციაცია აქვს, 16%-ს უარყოფითი, 4%-მა არ იცის, გენდერულ თანასწორობაზე დადებითი ასოციაცია აქვს გამოკითხულთა 67%-ს, 23%- უარყოფითი, 9%-მა არ იცის. რაც შეეხება ფემინიზმს, ფემინიზმზე დადებითი ასოციაცია მხოლოდ გამოკითხულთა 26%-ს აქვს, 34%-ს- უარყოფითი, 39% კი ამბობს, რომ არ იცის.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით, ხოლო გამოკითხვას ატარებს CRRC საქართველო.
ავტორი: ,