2018-01-18 11:59:38, 1823 ნახვა
საზოგადოება
NDI: გამოკითხულთა უმრავლესობამ საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესის შესახებ არ იცოდა
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობამ საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესის შსახებ არ იცოდა.
კერძოდ, კითხვაზე - „გასულ დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების შესამუშავებლად სახელმიფო საკონსტიტუციო კომისია შექმნა. საქართველოს პარლამენტმა 26 სექტემბერს დაამტკიცა ცვლილებები კონსტიტუციაში. იცოდით თუ არა ამის შესახებ?“ გამოკითხულთა 69%-მა აღნიშნა, რომ „არა“, 25%-მა „დიახ“, 7%-მა კი არ იცის.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით, ხოლო გამოკითხვას ატარებს CRRC საქართველო.
ავტორი: ,