2018-01-18 11:45:13, 1816 ნახვა
საზოგადოება
NDI: გამოკითხულთა მხოლოდ 26%-მა იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტუტის (NDI) 2017 წლის დეკემბრის თვეში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 59%-მა არ იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში.
14%-მა ამ შეკითხვას არასწორი პასუხი გასცა, ხოლო მხოლოდ 26%-მა უპასუხა სწორად შეკითხვას - ვინ არის თქვენი მაჟორიტარიო დეპუტატი საქართველოს პარლამენტში.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით, ხოლო გამოკითხვას ატარებს CRRC საქართველო.
ავტორი: ,