15:52 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-16 13:26:39, 762 ნახვა

რეგიონი
აჭარაში პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ექთნების შრომის ანაზღაურება გაიზარდა

აჭარის მუნიციპალიტეტების პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ექთნების შრომის ანაზღაურება გაიზარდა. სახელფასო დანამატს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს.

აღსანიშნავია, რომ უწყება „სოფლის სამედიცინო პერსონალის დამატებითი შრომის ანაზღაურების“ პროგრამას წელს პირველად ახორციელებს.

პროგრამის ფარგლებში, მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ექთნების შრომის ანაზღურება 150 ლარით, ხოლო ბარში დასაქმებულების 100 ლარით გაიზრდება. დანამატს 110 ექთანი მიიღებს. აქამდე ექთნები ხელფასის სახით ხელზე 455 ლარს ღებულობდნენ.

აღნიშნული სიახლის შესახებ, დღეს აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ შეხვედრა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლის ექთნებთან გამართა. მინისტრმა სამედიცინო პერსონალს სამინისტროს 2018 წლის პროგრამები და სიახლეები გააცნო.

სამინისტრო 2014 წლიდან დამატებით შრომის ანაზღაურებას სოფლის ექიმებზეც გასცემს. მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების სოფლის ექიმებისათვის – 300 ლარი, ხოლო ბარში დასაქმებულთათვის - 150 ლარი გამოიყოფა. დანამატს 107 ექიმი ღებულობს.

პროგრამის მიზანია სოფლის ექიმებისა და ექთნების ადგილზე დამაგრება, ასევე, სოფლის მოსახლეობის უწყვეტი, ბაზისური სამედიცინო მომსახურეობით უზრუნველყოფა.

2018 წელს პოგრამის ბიუჯეტი 429 600 ლარით განისაზღვრება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics