2018-01-16 11:13:52, 1884 ნახვა
საზოგადოება
NDI: გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, სამხედრო თვალსაზრისით რუსეთი უფრო ძლიერია, ვიდრე - აშშ
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) 2017 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ სამხედრო თვალსაზრისით რუსეთი უფრო ძლიერია, ვიდრე - აშშ.
კერძოდ, 41% მიიჩნევს, რომ რუსეთი უფრო ძლიერია, 36% ამბობს, რომ აშშ, 15%-ის აზრით თანაბარია მათი შესაძლებლობები ამ კუთხით, 8%-მა არ იცის.
ეს შეკითხვა გამოკითხვის დროს პირველად დაისვა.
NDI-მ და CRRC–საქართველომ დღეს კვლევის შედეგების პირველი ნაწილი წარადგინეს.მეორე ნაწილს კი ხუთშაბათს გამოაქვეყნებენ.
კვლევის საველე სამუშაოები 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.
ავტორი: ,