2018-01-16 10:51:25, 1835 ნახვა
საზოგადოება
NDI: გამოკითხულთა უმრავლესობის თქმით, არჩევნებში მონაწილეობის მოტივი მოქალაქეობრივი ვალი იყო
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) 2017 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა - 68% ამბობს, რომ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიზეზი მოქალაქეობრივი ვალის მოხდა იყო, მხოლოდ გამოკითხულთს 10% აცხადებს, რომ არჩევნებზე მივიდნენ იმ პარტიის მხარდასაჭერად, რომელიც მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას.
NDI-მ და CRRC–საქართველომ დღეს კვლევის შედეგების პირველი ნაწილი წარადგინეს.მეორე ნაწილს კი ხუთშაბათს გამოაქვეყნებენ.
კვლევის საველე სამუშაოები 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.
ავტორი: ,