|
2018-01-15 15:29:28, 1019 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ რუსუდან შავიშვილი დაინიშნა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ რუსუდან შავიშვილი დაინიშნა. პროფესიით ექიმი, 2015 წლიდან დღემდე სს „მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრ 2010-ში“ სამედიცინო დირექტორად, ბოლო პერიოდში კი კლინიკურ მენეჯერად მუშაობდა. მინისტრმა ახლადანიშნული მოადგილე სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა. „ჩემი რეკომენდაციითა და აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, დღეიდან მინისტრის პირველი მოადგილის პოზიციას ქალბატონი რუსუდან შავიშვილი დაიკავებს. ის გამოირჩევა პროფესიონალიზმითა და მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობით. აქვს ძლიერი მენეჯერული თვისებები და კარგად იცნობს რეგიონის ჯანდაცვის სისტემას“, - აღნიშნა ზაალ მიქელაძემ. რუსუდან შავიშვილი სამინისტროში ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებას უხელმძღვანელებს. სამინისტროს ცნობით, მას დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა: 2013-2015 წწ - „უნიმედი აჭარა - ბათუმის რეფერალური ამბულატორია“-ში, პროექტის მენეჯერად; „უნიმედი აჭარა - ბათუმის რეფერალური საავადმყოფო“-ში, პერსონალის ადმინისტრირების სპეციალისტად. 2008-2013 წწ - „სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბათუმის ჩემი ოჯახის კლინიკაში”, ოფის მენეჯერად. 1986-2008 წწ - „სპეც. საავადმყოფო - პოლიკლინიკურ გაერთიანებაში“ (დიაგნოსტიკური ცენტრი), სტაციონარის ექიმ-ორდინატორად. 1983-1986 წწ - „საექიმო ფიზკულტურის დისპანსერში“ - კონტროლის ექიმად. 1979-1983 წწ - „აჭარის რესპუბლიკური საავადმყოფო - პოლიკლინიკაში“, უბნის ექიმად. რუსუდან შავიშვილი 1985 წლიდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას. დღემდე არის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბათუმის იოანე ღვთისმეტყველის სახ. სემიანრიის მოწვეული პედაგოგი. 1994-2003 წწ იყო საერთაშორისო საზოგადოება „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ თავმჯდომარის მოადგილე.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)