|
2018-01-15 14:33:46, 864 ნახვა
რეგიონი
ხაშურში დაჭრილ მოსწავლეებს ოპერაცია ჩაუტარდათ - ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა
ხაშურში, დაპირისპირების დროს დაჭრილი ორი მოზარდი მკურნალობას ადგილობრივ საავადმყოფოში აგრძელებს. გავრცელებული ინფორმაციით, თავდაპირველად საავადმყოფოში 4 არასრულწლოვანი შეიყვანეს, თუმცა ორ მათგანს მსუბუქი დაზიანებები ჰქონდა. ისინი კლინიკიდან მალევე გაწერეს. ამ დროისთვის მათი გამოკითხვა მიმდინარეობს. როგორც ხაშურის კლინიკის ექიმმა კახა ხელაძემ "იმედის" ეთერში განაცხადა, ერთ-ერთ მოზარდს ჭრილობები მუცლის არეში აქვს მიყენებული. "მოყვანილი იქნა ორი ახალგაზრდა, მრავლობითი, ნაკვეთი ჭრილობებით. მათ შორის ერთ-ერთს აღენიშნებოდა მუცლის ღრუს არეში შემავალი ჭრილობა, ორგანოების დაზიანებით. შესაბამისად ის საჭიროებდა ქირურგიულ ჩარევას. მისი მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ პროგნოზი საიმედოა. მეორესაც დასჭირდა მცირე ქირურგიული ჩარევა და დაკვირვების ქვეშ იმყოფება. რაც შეეხება კიდევ ორ ახალგაზრდას ისინი კლინიკად უკვე გაეწერნენ, რადგან მსუბუქი დაზიანებები ჰქონდათ და მხოლოდ მეთვალყურეობა სჭირდებოდათ", - განაცხადა ექიმმა. ცნობისთვის, ხაშურში, არასრულწლოვნებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს ორი მოსწავლე დაჭრეს. ისინი სოფელ გომის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები არიან. დაპირისპირება ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. მომხადრზე გამოძიება შსს-მ სსკ-ის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)