|
2018-01-14 16:43:55, 2167 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: საქართველოს დროშა გამოხატავს მთლიანად ჩვენი სახელმწიფოს და საზოგადოების ისტორიულ გზას
„თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს დროშა გამოხატავს მთლიანად ჩვენი სახელმწიფოს და საზოგადოების ისტორიულ გზას“,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტში საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ეროვნული დროშა არ ეკუთვნის რომელიმე ერთ პარტიას ან ხელისუფლებას, ის გამოხატავს სახელმწიფოს და საზოგადეობის ისტორიულ გზას. „ჩვენ შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ საქართველოს დროშა ერთ-ერთი უძველესი დროშაა მსოფლიოში და წარმოადგენს არა ერთი სახელმწიფო წყობილების, ერთი ხელისუფლების ან ერთი პარტიის ან პოლიტიკური ჯგუფის სიმბოლოს, არამედ გამოხატავს მთლიანად ჩვენი სახელმწიფოს და საზოგადობის ისტორიულ გზას და იმ ღირებულებებს, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში ეფუძნებოდა ჩვენი საზოგადოება და რაც აერთიანებდა მას საერთო ევროპულ ოჯახთან. ამ დროშას იცნობდნენ და იცნობენ მსოფლიოში და ღირს პატივს მიაგებენ მას,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ლიკლიკაძე - მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საარსებო შემწეობა კიდევ 7 235 საქართველოს მოქალაქეს შეუწყდა
ყაზახეთი განიხილავს ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს
თურქეთის პარლამენტის წევრებმა ანკარას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)