11:24 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-12 14:59:25, 1829 ნახვა

კომენტარი
ნარკოლოგი: ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციას თავისი წესი აქვს, რაც გასათვალისწინებელია

ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელის გელა ლეჟავას განცხადებით, ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციას  თავისი წესი აქვს, რაც გასათვალისწინებელია:

 "არის ასეთი ტოკიოს რეზოლუცია, გაეროში, რომელიც ამბობს, რომ თუ არ გვინდა გაიზარდოს დანაშაული, დეკრიმინალიზაციის დროს შემოღებული უნდა იქნას ადმინისტრაციული სახდელთა კოდექსი, რომელიც დაარეგულირებს დასჯადობის საკითხს. ციხეში არ უნდა ჩასვა, მაგრამ ხშირად უნდა იაროს შემოწმებაზე, უნდა იყოს კონტროლის ქვეშ, არის შინა პატიმრობის საკითხი, არის საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა, ცხადია მანქანის მოწმობის ჩამორთმევა, ჯარიმებზე აღარ ვსაუბრობ, თან პასპორტის ჩამორთმევაც. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აი ამით არეგულირებენ დეკრიმინალიზაციას. ცხადია პარარელურად უნდა იყოს სოციალური ჯანდაცვის საკითხების მოგვარება", - განაცხადა გელა ლეჟავამ და დასძინა, რომ  კანონპროექტის  საკანონმდებლო დონეზე განხილვა უნდა შეჩერდეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საგამოძიებო: ორ სხვადასხვა კორუფციულ საქმეზე ორი პირი დავაკავეთ
კობახიძე კვლავ ცდილობს ცენზურის სამმართველოს მუშაობა გაამართლოს
კობახიძე - ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები
ფიშერი - ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა - მადლობა, ბედნიერად და Auf Wiedersehen
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics