|
2018-01-11 15:09:18, 3495 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა 40 კანონს ხელი მოაწერა
საქართველოს პრეზიდენტმა 40 კანონს მოაწერა ხელი. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ხელმოწერილ კანონებს შორის არის საავტორო უფლებების დაცვის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის შესახებ, მარტოხელა მშობლის, ეროვნული ბანკის საზედამხედველო და საკონტროლო ფუნქციების შესახებ კანონები. "პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად დანიშვნის შემდეგ მინდა საზოგადოება საქმის კურსში ჩავაყენო იმ საკანონმდებლო მუშაობის შესახებ, რაც მიმდინარეობს ამ დღეების განმავლობაში. ჩვენ ვიმუშავეთ პარლამენტის მიერ დეკემბრის თვეში მიღებულ კანონებზე. პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა 40-მდე კანონს. მიხარია, რომ ამ კანონების დიდი ნაწილი მიმართულია საქართველოს მოქალაქეების რიგი უფლებების უკეთ დასაცავად. განსაკუთრებით გამოვყოფდი ცვლილებებს, რომლებიც ემსახურება საავტორო უფლებების დაცვის სტანდარტის ამაღლებას, ასევე იმას, რომ სახელმწიფო უწყებებმა უფრო კოორდინირებულად და ეფექტურად იმუშაონ ძალადობის მსხვერპლების და ოჯახში ძალადობის მსხვერპლების დასაცავად და ამისთვის შეიქმნება პროცედურები. ასევე მარტოხელა მშობლების შვილებს ავტომატურად აღარ შეუწყდებათ სოციალური დაცვის გარანტიები, მხოლოდ იმ ფაქტის გამო, რომ მათი მშობელი რეგისტრირებულ ქორწინებაში შევა და სხვა. აღსანიშნავია, რომ პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებების მიხედვით, გაიზრდება დამოუკიდებელი ინსტიტუტის ეროვნული ბანკის საზედამხედველო და საკონტროლო ფუნქციები საფინანსო სექტორთან მიმართებაში, რაც ასევე აქტუალური თემაა საზოგადოებისთვის. მისასალმებელია, რომ ამ ცვლილებების ნაწილი განპირობებულია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებით. ევროპული სტანდარტის და სულისკვეთების კანონმდებლობის შექმნა და შემდეგ ამ კანონების პრაქტიკაში განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ საქართველო შედგეს და ჩამოყალიბდეს როგორც ევროპული ტიპის ძლიერი დემოკრატია. ამ მიმართულებით ჩვენ ველოდებით შემდგომ საკანონმდებლო სამუშაოებსაც. ერთერთი კანონი, რომელიც ასევე იყო სამუშაო პროცესის ნაწილი, ეს არის "სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებები. ამ ცვლილებებით გარკვეულწილად იცვლება მოსამსახურეთა მდგომარეობა. აქამდე წვევამდელებს შეეძლოთ, რომ მცირე ანაზღაურების საფასურად ემსახურათ სპეციალური დაცვის სამსახურში. ახლა კანონი ითვალისწინებს გარკვეულ ცვლილებებს და შესაძლებელია, რომ კონტრაქტის გარეშეც მოხდეს მათი ამ სამსახურში აყვანა და ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ ცვლილებას არ მივესალმებით. ვფიქრობთ, რომ ამ საკითხის ფინანსური მხარის გადაწყვეტა სხვაგვარადაც იყო შესაძლებელი. სამწუხაროა, რომ ასე არ მოხდა. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ხელს მოაწერს ამ კანონებს და ისინი ძალაში შევა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარლამენტმა და ასევე, საზოგადოებამ აქტიურად მიადევნოს თვალი, იმას, თუ როგორ განხორციელდება და დაინერგება ეს კანონები ყოველდღიურ ცხოვრებაში", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ლიკლიკაძე - მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საარსებო შემწეობა კიდევ 7 235 საქართველოს მოქალაქეს შეუწყდა
ყაზახეთი განიხილავს ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს
თურქეთის პარლამენტის წევრებმა ანკარას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)