|
2018-01-11 13:06:55, 2346 ნახვა
მსოფლიო
ქალაქები, რომლებსაც 2018 წელს უნდა ეწვიო - CNN-ის შვიდეულში თბილისიც მოხვდა
„დიზაინზე ორიენტირებული 7 ქალაქი, რომელიც 2018 წელს უნდა ნახო“ - ამ სათაურით გამოაქვეყნა სტატია გავლენიანმა ამერიკულმა ტელეკომპანია CNN-მა, რომლის სიაშიც საქართველოც მოხდა. „თბილისი, საქართველო, ჰოლივუდი, ცხელი წერტილი ჰიფსტერებისთვის“ - ასე იწყებს საქართველოს დედაქალაქის აღწერას სტატიის ავტორი. ავტორი წერს, რომ თბილისი მოდისა და ხელოვნების ქალაქია, რომლის მერიც ყოფილი ფეხბურთელი კახა კალაძეა. ყურადღება გამახვილებულია ქალაქის ბიუჯეტზეც და აღნიშნულია, რომ 334 მილიონი ძირითადად ტრანსპორტისა და ინფრასტურქტურის განვითარებისთვის არის გათვალისწინებული. CNN-ი წერს, რომ თბილსი გამოირჩევა „მერსედეს ბენცის“ მოდის კვირეულით, ღვინითა და საუკეთესო ელექტრონული მუსიკით. ავტორმა ასევე იმ გარემოაბას გაუსვა ხაზი, რომ 2017 წლის ნოემბერში თბილისს ამერიკელი რეჟისორი, დევიდ ლინჩი ესტუმრა. ცნობისთვის, აღნიშნულ 7-ში ისეთი ქალაქი მოხვდნენ, როგორებიცაა: ტორონტო (კანადა), მუსკატი (ომანი), დუნდე (შოტლანდია), პარიზი (საფრანგეთი), ტოკიო (იაპონია), სან მიგელი (მექსიკა).
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
შსს ენმ-ს აქციაზე - მოვუწოდებთ, არ გასცდნენ კანონით დადგენილ ნორმებს
ComCom-ი კვლავ ჩაერია ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში და „ფორმულა" 10,000 ლარით დააჯარიმა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)