11:35 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-11 12:26:11, 2115 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის რეკომენდაციებში საქართველო ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების სიაში მოხვდა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ამერიკელი მოგზაურებისთვის უსაფრთხოების ახალი რეკომენდაციები გამოაქვეყნა.

სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოს ქვეყნები უსაფრთხოების მიხედვით 4 კატეგორიად დაყო. აღსანიშნავია, რომ საქართველო პირველ, ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების სიაში მოხვდა, ხოლო რუსეთი მესამეში.

პირველ ჯგუფში ისეთი ქვეყნები მოხვდნენ, სადაც ელემენტარული უსაფრთხოების ზომების დაცვაც საკმარისია. ამ ჯგუფში შევიდნენ: საქართველო, სომხეთი, ავსტრია, ყაზახეთი, ლიბია და ჩილე, შვეიცარია და ვროკავშირის ყველა აღმოსავლეთევროპული ქვეყანა.

მეორე ჯგუფში, სადაც ამერიკის მოქალაეებს ცოტა მეტი სიფრთხილე მართებთ, არის გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, ესპანეთი. ამის მიზეზი ტერაქტების სიხშირეა.

რაც შეეხება მესამე ჯგუფს, რომელშიც რუსეთია - სახელმწიფო დეპარტამენტი ხაზს უსვამს, რომ რუსეთში მუდმივად არსებობს ტერორისტული საფრთხე და, გარდა ამისა, ამერიკელი მოქალაქეები "ხშირად ხდებიან აგრესიის მსხვერპლნი". ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის აზრით ეს ნიშნავს სერიოზულ საფრთხეს. ამ ჯგუფში ასევე შედიან თურქეთი, ლიბანი, ნიგერია, ვენესუელა, კუბა, ჰონდურასი და რამდენიმე სხვა ქვეყანა.

მეოთხე ჯგუფში, სადაც აშშ-ის მოქალაქეებმა არ უნდა იმოგზაურონ: სირია, იემენი, ერაყი, ირანი, ავღანეთი, ჩრდილოეთი კორეა, ლიბია, მალი, სომალი, სამხრეთი სუდანი და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
ტრამპი: ჰორმუზი კვლავ ჩაიკეტება, აშშ-ირანი საბოლოო შეთანხმების მიღწევას შეეცდებიან
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics