08:07 - 22 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-10 12:26:48, 716 ნახვა

რეგიონი
სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო მთავრობა საქართველოს საზღვართან ე.წ. საბაჟო პუნქტს გახსნის

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო მთავრობა საქართველოს საზღვართან ე.წ. საბაჟო პუნქტს გახსნის, - ამის შესახებ "სპუტნიკ-ოსეტია" იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება  დე-ფაქტო მთავრობის სხდომაზე ე.წ. საბაჟო კომიტეტის "ხელმძღვანელმა" მურატ ცხოვრებოვმა მიიღო.

როგორც ცხოვრებოვმა აღნიშნა, პუნქტის გახსნა უახლოეს მომავალში იგეგმება. მურატ ცხოვრებოვის განცხადებით, "საბაჟო პუნქტზე" შემოწმდება ყველა ის ტვირთი, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის "საზღვარს" გადაკვეთს.

ადგილობრივებს საქართველოდან 50 კილოგრამამდე ოდენობის ტვირთის გადატანა შეეძლებათ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ყველა ტელეარხმა ტრამპის ბოიკოტი გამოაცხადა
ირლანდიიდან საქართველოს 43 მოქალაქე დეპორტირებულია
ღარიბაშვილის ახალი წერილი - ჩემი პატიმრობა პირველივე დღიდან პოლიტიკურია
პენიტენციური: პატიმარ გიორგი დავითაძეზე ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics