|
2015-05-12 11:23:54, 762 ნახვა
სამართალი
შსს-მ პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ბრალდებით თურქეთის მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის დასავლეთ რეგიონალური განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თურქეთის მოქალაქე, 1990 წელს დაბადებული სავაშ ე. პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ბათუმში დააკავეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე, დროებით მფლობელობაში არსებული სასტუმრო „დენიზი“-ს და აღნიშნული სასტუმროს მეორე სართულზე მდებარე რესტორნის ფართებს გარკვებული თანხის სანაცვლოდ ქალბატონებს პროსტიტუციისათვის გადასცემდა. ასევე დადგინდა, რომ სავაშ ე-ს სხვადასხვა ეროვნებისა და ასაკის ქალბატონები პროსტიტუციისთვის საზღვარგარეთიდან ჩამოჰყავდა. სამართალდამცველებმა სასტუმროსა და რესტორანში მომსახურე პერსონალი და ქალბატონები მოწმის სახით დაკითხეს. გამოძიება პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით).
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)