02:25 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-07 15:16:16, 2190 ნახვა

საზოგადოება
საშობაო ალილო ბათუმში

7 იანვარს, შობის ბრწყინვალე დღესასწაული ბათუმში ტრადიციული ალილოთი აღინიშნა. საზეიმო მსვლელობას საშობაო ნობათითადა ტკბილეულით შეუერთდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე,აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

ბათუმში ალილოს მსვლელობა ტრადიციულად ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრიდან იწყება. მახარობლებისასულიერო პირებთან, მთავრობის წარმომადგენლებთან, ჩოხოსნებთან და მრევლთან ერთად ბათუმის ცენტრალურ ქუჩებს მოივლიანდა მსვლელობას  ბათუმისთვის ბძოლაში დაღუპული გმირების საძმო საფლავთან ასრულებენ.

ზურაბ პატარაძემ ალილოს მსვლელობისას ხაზი გაუსვა ალილოს ტრადიციის მნიშვნელობას და მოუწოდა მოსახლეობას მონაწილეობს მიღებისკენ.

"მინდა გულწრფელად მივულოცო სრულიად საქართველოს შობის ბრწყინვალე დღესასწაული. ვუსურვო ჩვენ ქვეყანას მშვიდობა, სიკეთე, განვითარება, მეტი სიყვარული. დღეს ყველა ერთად ვართ და ერთად ვზეიმობთ. არაჩვეულებრივია ტრადიციული ალილოს დღესასწაული. მინდა, ყველას მოვუწოდო, გამოვიდნენ და მიიღონ მონაწილეობა ალილოში და ყველამ ერთად ვაკეთოთ სიკეთე",-აღნიშნა მან.

ალოლოზე შეგროვილი ნობათი შეჭირვებულებს გადაეცემათ.

საქართველოში ალილოს ტრადიცია V-VI საუკუნიდან იღებს სათავეს. ალილოს საშობაო მსვლელობა საქართველოს პატრიარქის, მისიუწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით აღდგა და უკვე რამდენიმე წელია ალამაზებს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს.

 

(NS)

 









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics