2018-01-05 18:16:05, 2801 ნახვა
საზოგადოება
გერმანულმა კლინიკამ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მიღებაზე უარი თქვა
გერმანულმა კლინიკამ პანკისის ხეობაში დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მიღებაზე უარი თქვა, - ამის შესახებ წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოს მენეჯერმა ზაზა ლურსმანაშვილმა განაცხადა.
როგორც ლურსმანაშვილლმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, გერმანულ კლინიკას დაჭრილი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტები გადაუგზავნეს.
"მათ განაცხადეს რომ ამ ეტაპზე კლინიკის გადატვირთულობის გამო პაციენტის მიღება არ შეუძლიათ. ეს იყო მიზეზი რაც ჩემთვის არის ცნობილი. რამდენიმე კლინიკიდან ველოდებით პასუხს, მათ შორის თურქეთიდანაც. ჯანდაცვის სამინისტრო ძალიან აქტიურად მუშაობს, რამდენიმე ქვეყნის მიმართულებით და კონკრეტულად რომელ ქვეყნებთან, მე ეს ინფორმაცია არ მაქვს“, - განაცხადა წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, ზაზა ლურსმანაშვილმა.
ავტორი: ,