|
2018-01-05 16:42:13, 977 ნახვა
რეგიონი
ოკუპირებულ აფხაზეთში გიორგი ლუკავას ქართული მხარისთვის გადმოცემას აპროტესტებენ
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტის შენობასთან გიორგი ლუკავას ქართული მხარისთვის გადაცემას აპროტესტებენ, - ამის შესახებ "სპუტნიკ-აბხაზია" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დაახლოებით 100 ადამიანია შეკრებილი. ამასთან, აქციაზე "სამართალდამცველები" არიან მობილიზებული. მათ დე-ფაქტო პარლამენტის შენობის წინ ჯებირები განათავსეს. ე.წ. პარლამენტში გიორგი ლუკავას გათავისუფლების საკითხს განიხილავენ. "სხდომას" დე-ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბაც ესწრებოდა. როგორც ხაჯიმბამ აღნიშნა, მათ ქართულ მხარესთან მოლაპარაკებები ე.წ. სამხრეთ ოსეთის თხოვნით დაიწყეს. "2015 წლის ბოლოს თხოვნით მოგვმართა სამხრეთ ოსეთის იმ დროინდელმა პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა. მათ სურდათ, რომ ქართულ მხარეს გადაეცა ის პირები, რომლებიც 2008 წლის მოვლენების დროს დააკავეს და საქართველოში სასჯელს იხდიდნენ. ამის შემდეგ დავიწყეთ მოლაპარაკებები ქართულ მხარესთან. საქართველოს ხელისფლებამ გადმოგვიგზავნა იმ ადამიანების სია, რომლების გაცვლაც სურდა. აღნიშნულ სიაში იყო ტერორისტი გიორგი ლუკავაც, რომელსაც აფხაზეთის ტერიტორიაზე დანაშაული აქვს ჩადენილი და რუსი დიპლომატის მკვლელობასთან არის კავშირში. ყველანაირად ვეცადეთ, რომ ლუკავა ამ სიიდან ამოგვეშალა, თუმცა არ გამოვიდა. მესმის ხალხის კრიტიკა, თუმცა ასეთი პრეცედენტები, როდესაც ხდებოდა დაკავებულების გაცვლა ან უბრალოდ მათი გადაცემა ქართული მხარისთვის, მრავალია. სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე მივიღე სწორედ ასეთი გადაწყვეტილება და ლუკავა საქართველოს გადავეცით", - განაცხადა ხაჯიმბამ. შეგახსენებთ, რომ 25 დეკემბერს სოხუმის დრანდის ციხიდან თითქმის შვიდწლიანი პატიმრობის შემდეგ გიორგი ლუკავა გათავისუფლდა. ლუკავა 2011 წლის მაისში გალის რაიონის სოფელ ზემო ბარღებში დააკავეს და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)