16:15 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-05 16:03:05, 2175 ნახვა

სამართალი
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა, მარიხუანასთან დაკავშირებით, ობამას ადმინისტრაციის დროინდელი კანონი გააუქმა

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა მარიხუანასთან დაკავშირებით, ობამას ადმინისტრაციის დროინდელი კანონი გააუქმა. ინფორმაციას reuters -ი ავრცელებს.

კანონის  მიხედვით მის მოხმარებასთან დაკავშირებით არსებული ფედერალური კანონების მოქმედება რბილდებოდა იმ შტატებში, სადაც მოხმარება უკვე ლეგალიზებული იყო.

აღნიშნული კანონის გაუქმებით ფედერალურ პროკურორებს ფართო გასაქანი მიეცათ, მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრან.

"პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის ყველაზე პრიორიტეტულია ფედერალური კანონები დაცული იყოს, იქნება ეს მარიხუანასთან თუ იმიგრაციასთან დაკავშირებული“, - განაცხადა თეთრი სახლის სპიკერმა სარა სანდერსმა.

ბოლო წლებში შტატების დონეზე მარიხუანას ლეგალიზების ფაქტებმა მოიმატა. ვაშინგტონის, ორეგონის, ალასკასა და ნევადას შტატებში კანაფის რეკრეაციული მიზნით მოხმარება ლეგალიზებულია, მასაჩუსეტსი და მეინი კი წელს აპირებენ იმავე ნაბიჯის გადადგმას.

2018 წლის 1 იანვარს, კალიფორნია გახდა აშშ-ის პირველი უმსხვილესი შტატი, რომელმაც გართობის მიზნად მარიხუანის ლეგალიზაციის კანონი აამოქმედა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ComCom-ი კვლავ ჩაერია ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში და „ფორმულა" 10,000 ლარით დააჯარიმა
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
საქართველოს საზღვართან 4.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა ახალ სიაში ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ლიდერებიც მოხვდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics