|
2018-01-05 12:31:49, 2772 ნახვა
პოლიტიკა
ეკა ბესელია - სუს-ის მიერ გამოქვეყნებული შუალედური ინფორმაცია ამ ეტაპზე არსებულ კითხვებზე პასუხია
გუშინ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოქვეყნებული შუალედური ინფორმაცია იყო სწორედ ამ ეტაპზე არსებულ კითხვებზე პასუხი, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია სუს-ის მიერ სპეცოპერაციის საქმეზე ვიდეომასალის გასაჯაროებას. დეპუტატის განცხადებით, შუალედური ინფორმაციით ჩანს კავშირები იმ პირებთან, რომლებიც თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან იყო დაკავშირებული. მისივე თქმით, კითხვების დასმის უფლება აქვს ყველას, თუ ის შესაბამისი სამსახურების იმიჯის შელახვას არ ემსახურება. „ტერორისტული დანაშაული არის ყველაზე რთული და დღეს, ყველაზე მთავარი გამოწვევა ყველა ქვეყნისთვის. თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ სახელმწიფოს შესაბამისი სტრუქტურები უნდა მუშაობდნენ გამართულად და ქვეყნის მოსახლეობას უნდა ჰქონდეს დაცვის ყველა მექანიზმი და ბერკეტი, მაშინ ამ სამსახურებსაც უნდა მივცეთ შესაძლებლობა, იმუშაონ და ჰქონდეთ შესაბამისი სამართლებრივი თუ პოლიტიკური გარანტიები იმისთვის, რომ ამ უსერიოზულეს გამოწვევებს უპასუხონ", - განაცხადა ბესელიამ. მან უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ნდობის ჯგუფში მისვლასთან დაკავშირებითაც გამოხატა პოზიცია და აღნიშნა, რომ ჯგუფს უსაფრთხოების სამსახურთან კომუნიკაციის და ინფორმაციის მიღების პრობლემა არ აქვს და საჭიროების შემთხვევაში უსაფრთხოების სამსახურის უფროსს მოუსმენენ. „რაც შეეხება უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოსვლას ნდობის ჯგუფში, ჩვენ გვქონდა იმ შეხვედრაზე საუბარი არა მხოლოდ ჩატარებულ სპეცოპერაციაზე, არამედ შესაძლო კავშირებზეც, რომელიც ჰქონდათ იმ ადამიანებს, ვინც იყვნენ სპეცოპერაციის დროს და ეს ინფორმაცია ჰქონდათ ნდობის ჯგუფის წევრებსაც. თუ საჭიროდ ჩავთვლით, რომ რაიმე ახალია, მნიშვნელოვანია, რომელიც უნდა იცოდნენ ნდობის ჯგუფის წევრებმა, ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ისეთი, რომ არანაირი პრობლემა უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოსვლის ან მისგან ინფორმაციის მიღების, ნდობის ჯგუფს არ აქვს",-განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ეკა ბესელიამ.
ლიკლიკაძე - მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საარსებო შემწეობა კიდევ 7 235 საქართველოს მოქალაქეს შეუწყდა
ყაზახეთი განიხილავს ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს
თურქეთის პარლამენტის წევრებმა ანკარას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)