|
2018-01-04 15:47:59, 1733 ნახვა
საზოგადოება
ყავლაშვილის N9-ში ისტორიული სახლის რეაბილიტაცია დასრულდა
ყავლაშვილის ქუჩა N9-ში მდებარე ისტორიული სახლის მშენებლობა-რეაბილიტაცია დასრულდა. ჩატარებული სამუშაოების გასაცნობად, ადგილზე დედაქალაქის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ბაიდარაშვილი იმყოფებოდნენ. „სამუშაოები დაახლოებით, ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროექტის ფარგლებში, გვერდით მდებარე სახლის მშენებლობაც ხდება, რომელიც ერთ წელიწადში დასრულდება. აღნიშნული სამუშაოების შედეგად, რეაბილიტირებულ სახლში 14 ოჯახი იცხოვრებს“, - აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა. თბილისის განვითარების ფონდის დირექტორის განცხადებით, ყავლაშვილის ქუჩაზე მდებარე შენობის რეაბილიტაცია, მისი ავარიული მდგომარეობიდან გამომდინარე, საკმაოდ რთული იყო. „ძეგლის აღდგენის ფარგლებში, ერეკლეს ქ. N6-7-ში მდებარე შენობის რეაბილიტაციაც დავიწყეთ, რომლის შედეგადაც, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ჯამში 30-მდე ოჯახი, რეაბილიტირებული ფართებით ისარგებლებს“, - განაცხადა გიორგი ბაიდარაშვილმა. კრწანისის რაიონში მდებარე საცხოვრებელი სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის განვითარების ფონდმა 2015 წლის ზაფხულში დაიწყო და პროექტ „ახალი ტფილისის“ ერთ-ერთი მიმართულების – „ისტორიულ-კულტურული ძეგლების და სხვა შენობების რეაბილიტაციის პროგრამით“ განახორციელა. პროექტის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის წესების დაცვით, ავარიული შენობა დაიშალა, რომლის ნაცვლად, ახალი საცხოვრებელი სახლი აშენდა, ხოლო დაზიანებული სახურავი ახლით შეიცვალა. ასევე, მთლიანად შეიცვალა საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელი: წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ელექტრომომარაგების სისტემა. მოხდა არსებული ხის დეკორატიული ელემენტების რესტავრაცია, რაც ახალი ნაკეთობებით ჩანაცვლდა. მოეწყო ახალი კარ-ფანჯარა და ჩატარდა ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები. ისტორიულ შენობაში მცხოვრებ ათამდე ოჯახს, რომელიც რეაბილიტაციის დროს, თბილისის განვითარების ფონდმა ბინის ქირის კომპენსაციით უზრუნველყო, რეაბილიტაციის შემდეგ, ახალი საცხოვრებელი ბინები ჩაბარდა. ზემო კალაუბანში მდებარე ყავლაშვილის ქუჩა N9-ის ისტორიული სახლის მშენებლობა-რეაბილიტაცია თბილისის განვითარების ფონდმა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მუშაობის წესების დაცვით განახორციელა, რისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 612,574.07 ლარი დაიხარჯა.
(NS)
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)