03:46 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-11 16:20:04, 967 ნახვა

ეკონომიკა
„ვითიბი ბანკმა“ მათემატიკური ოლიმპიადის გამარჯვებულები დააჯილდოვა

მათემატიკური ოლომპიადა „ევერესტი“- ს გამარჯვებულები გამოვლინდნენ. 

ოლიმპიადაში მონაწილეობდნე სკოლის მოსწავლეები, მეორედან მეექვსე კლასის ჩათვლით. თითოეულ კლასში პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელებს ვითიბი ბანკისგან, საჩუქრად გადაეცათ ანაბარი. 

შესაბამისად პირველი ადგილის მფობელებმა  500 ლარიანი ანაბარი მიიღეს; მეორე ადგილს 300 ლარიანი ანაბარი გადაეცა, ხოლო მესამე ადგილოსანი 200 ლარიანი ანაბრით დაჯილდოვდა.  ჯამში ვითიბი ბანკის ანაბრებით,  15 მოსწავლე დასაჩუქრდა.  პირველი ადგილები დაიკავეს: 2 კლასი - ალიკა კურტანიძე, ახალციხე; 3 კლასი - გიორგი კალანდაძე, რუსთავი; 4 კლასი- გიორგი ხურციძე, ქუთაისი; 5 კლასი- ვაშალომიძე გიორგი, ბათუმი; 6 კლასი - ყველაშვილი ლექსო, გორი. 

ოლიმპიადის გამარჯვებულებს პრიზები, ვითიბი ბანკის საცალო ბიზნესის დირექტორმა ვალერიან გაბუნიამ გადასცა. „ვითიბი ბანკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმ პროექტების მხარდაჭერა, რომელიც მომავალი თაობის განათლების დონის და მოტივაციის ზრდას ემსახურება. “ - აღნიშნა ვალერიან გაბუნიამ.

სულ მთელი საქართველოს მასშტაბით, მათემატიკურ ოლიმპიადა „ევერესტში“ მონაწილეობა 14500 - მა მოსწავლემ მიიღო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics