|
2018-01-01 04:00:57, 5104 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოქალაქეებს ახალ წელს ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მოქალაქეებს ახალ წელს ულოცავს. "ჩემო თანამემამულეებო, ყველას გილოცავთ დამდეგ ახალ წელს! გისურვებთ ბედნიერებას, წარმატებებს, თითოეულ თქვენგანს, თქვენს ოჯახებს! მინდა, საუკეთესო სურვილებით მივულოცო ახალი წლის დადგომა მათ, ვინც თავდაუზოგავად ემსახურება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს. განსაკუთრებით კი, მინდა, მივულოცო ყველა იმ ადამიანს, ვინც ახლაც, ამ წუთებშიც თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებს. მთელი გულით ვულოცავ ახალ წელს საერთაშორისო მისიების მონაწილე ჩვენს ჯარისკაცებს და ოფიცრებს, რომლებიც სამშობლოსგან შორს, მშვიდობას იცავენ. ვულოცავ ჩვენს აფხაზ და ოს მოქალაქეებს! მე ნამდვილად მჯერა, რომ ჩვენ შევძლებთ, აღვადგინოთ ნდობა და ერთად ავაშენოთ ჩვენი და ჩვენი შვილების საერთო მომავალი. ახალ წელს ვულოცავ უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს! მშვიდობას და წარმატებას ვუსურვებ მათ. ჩვენ კი ნამდვილად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ იმ ადამიანებს, ვისაც გულით ენატრება სამშობლოში დაბრუნება, ყველა პირობა შევუქმნათ ამისათვის. ჩემო ძვირფასებო, ახალი 2018 წელი საქართველოსთვის ნამდვილად განსაკუთრებულია. ეს წელი ჩვენი სახელმწიფოსთვის, ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. გილოცავთ ჩვენი ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს და ყველა ჩვენგანისთვის ახალი შესაძლებლობების კიდევ ერთ წელს. გისურვებთ ისეთ ქვეყანაში ცხოვრებას, სადაც ყველა თქვენი იდეის განხორციელება შესაძლებელია; სადაც ყველანი ვუფრთხილდებით არსებულს და, ამავე დროს, საკუთარი ხელით ვქმნით ჩვენს მომავალს; სადაც ყველა ვაკეთებთ ჩვენს საყვარელ საქმეს და ყველას შეგვიძლია, ჩვენი ცოდნით და გამოცდილებით ვემსახუროთ ჩვენს საყვარელ ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს. ჩვენ სწორედ ასეთ საქართველოს ვაშენებთ. წლევანდელ ახალ წელს გილოცავთ ბაკურიანიდან - ადგილიდან, რომელიც თოვლს, ახალ წელს, ჩვენს ბავშვობას, ახლა კი უკვე ჩვენი შვილების საუკეთესო დღეებს უკავშირდება. ბაკურიანი, ამავე დროს, ჩვენი მომავლის, ჩვენი განვითარების ნაწილიც გახლავთ. მე ნამდვილად მჯერა, რომ ეს ადგილი, ისევე, როგორც ჩვენი ულამაზესი სამშობლოს თითოეული ლამაზი კუთხე სულ უფრო და უფრო მეტი დადებითი ემოციით და იმედით აივსება. კიდევ ერთხელ გილოცავთ 2018 წლის დადგომას! ბედნიერება, სიხარული არ მოკლებოდეს თქვენს ოჯახებს. მშვიდობას, სიკეთეს, ახალ გამარჯვებებს გისურვებთ ყველას. მრავალ ახალ წელს დაესწარით!
ლიკლიკაძე - მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საარსებო შემწეობა კიდევ 7 235 საქართველოს მოქალაქეს შეუწყდა
ყაზახეთი განიხილავს ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს
თურქეთის პარლამენტის წევრებმა ანკარას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)