|
2017-12-30 11:37:27, 4410 ნახვა
სამართალი
შსს-ს აკადემიამ დისტანციური სწავლების მეთოდი კიდევ ათ რაიონში დანერგა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამ დისტანციური ელექტრონული სწავლების მეთოდი საქართველოს კიდევ 10 რაიონში დანერგა. დღეიდან მსმენელებს უკვე ახმეტის, მარნეულის, ქუთაისის, ლანჩხუთის, ქედის, ხელვაჩაურის, ხაშურის, კასპის, დმანისისა და ქობულეთის ელექტრონული სწავლების ცენტრებშიც შეეძლებათ, დისტანციურ კურსში მონაწილეობა მიიღონ. პირველ ლექციაზე, ოჯახში ძალადობის თემაზე, მსმენელები საქართველოს ათი ქალაქიდან ჩაერთნენ. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე ლექციას მარნეულში დაესწრო, ხოლო შსს-ს აკადემიის რექტორი, გივი მიქანაძე მსმენელებს ახმეტიდან ესაუბრა და მათ წარმატებები უსურვა. დისტანციური სწავლების კურსი ადამიანის უფლებებს, არასრულწლოვანთა დაკავების რეგულაციებს, ჯანდაცვას და დროებითი მოთავსების იზოლატორებთან დაკავშირებულ საკითხებს მოიცავს. ელექტრონული სწავლების მიზანია სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომლებისთვის და აკადემიის მსმენელებისთვის ხელმისაწვდომი და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა. მსგავსი ტიპის სწავლების დანერგვა ხელს შეუწყობს სათანადო უნარებითა და ცოდნით აღჭურვილი, აკადემიური განათლების მქონე პოლიციელების მომზადებას. სწავლების პირველი ეტაპი ზესტაფონის, სამტრედიის, თელავის, ოზურგეთის, ბათუმის, ზუგდიდის, ფოთის და ბორჯომის სასწავლო ცენტრებში განხორციელდა. ელექტრონული კურსი შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის 70-ზე მეტმა თანამშრომელმა გაიარა, ცეცხლსასროლი იარაღისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების მიმართულებით კი 20-ზე მეტი პოლიციელი გადამზადდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია ელექტრონულ სწავლებას საქართველოს სულ 20 რაიონში ახორციელებს. უახლოეს მომავალში აღნიშნული სერვისის განვითარება და მისი მთელი ქვეყნის მასშტაბით დანერგვა იგეგმება.
(NS)
ComCom-ი კვლავ ჩაერია ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში და „ფორმულა" 10,000 ლარით დააჯარიმა
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
საქართველოს საზღვართან 4.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა ახალ სიაში ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ლიდერებიც მოხვდნენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)