|
2017-12-29 17:04:24, 689 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა და ბათუმის მერმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი
დღეს, ქალაქ ბათუმის მერიაში აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ და ქალაქ ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმი მიზნად ისახავს რომელიც მიზნად ისახავს ქალაქ ტერიტორაზე საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ღონისძიებების განხორციელებას, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 20 ივლისის N01-163/ო ბრძანების თანახმად. მემორანდუმი ითვალისწინებს ქალაქ ბათუმში ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფას, პირველადი და მეორეული პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას, მ.შ. ვაქცინოპროფილაქტიკის ხელშეწყობას, მყისიერ რეაგირებას საგანგებო სიტუაციების დროს, კოორდინაციას ცენტრალურ სტრუქტურებთან, დაავადებათა ადრეული გამოვლენასა და პროფილაქტიკას, ჯანმრთელობის ადვოკატირებას, მოსახლეობასთან კომუნიკაციის გაუმჯობესებას, საინფორმაციო განმარტებითი საქმიანობასა და სოციალური მობილიზაციას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)