22:53 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-29 11:28:52, 2293 ნახვა

საზოგადოება
31 დეკემბერს თბილი ამინდი იქნება, თუმცა საქართველოს ზოგიერთ ტერიტორიაზე წვიმა და თოვლჭყაპია მოსალოდნელი

წლის ბოლო დღეს, 31 დეკემბერს ჰაერი +18 გრადუსამდე  გათბება, თუმცა, საქართველოს ზოგიერთ ტერიტორიაზე წვიმა და თოვლჭყაპია მოსალოდნელი.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში დღეს +15 გრადუსი სითბო იქნება, დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის, +19 გრადუსს სითბოსა და ზოგან წვიმას  ელიან 30 დეკემბერს, 31 დეკემბერს  +18 გრადუსი სითბო და ასევე ზოგან წვიმაა ნავარაუდევი, 1 იანვარს ზოგან წვიმა და +15 გრადუსი სითბო იქნება.

29 დეკემბერს დედაქალაქ თბილისში +1 გრადუსი სითბო იქნება, დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის, 30 დეკემბერს +13 გრაუდუსი და უმეტესოდ უნალექო ამინდი იქნება, 31 დეკემბერს +16 გრადუსი და მცირე წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო 1 იანვარს +14 გრადუსსა და ასევე მცირე წვიმას ვარაუდობენ.

დასავლეთ საქართველოს ბარში დღეს  +21 გრადუსი ფიქსირდება. დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. 30 დეკემბერს +21 გრადუსი იქნება, დღის მეორე ნახევარში შესაძლებელია მცირე წვიმა. 31 დეკემბერს +18 გრადუსს სითბოსა და ზოგან წვიმას ვარაუდობენ, 1 იანვარსაც იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა +15 გრადუსი იქნება.

მთიან და მაღალმთიან რაიონებში  31 დეკემბერს თოვლჭყაპია მოსალოდნელი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics