|
2017-12-28 19:52:57, 5982 ნახვა
საზოგადოება
გოჭი - 120 ლარი, ინდაური - 110 ლარი - რა ღირს საახალწლო სუფრა
ქართველებისთვის ისევე როგორც ნაძვის ხესა და ჩიჩილაკს, საახალწლო სუფრასაც ძალიან დიდი დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს. უმრავლესობას სჯერა, რომ თუ ახალ წელს დახუნძლული სუფრით შეხვდება, მთელი წლის განმავლობაში მათ ოჯახებს ხვავი და ბარაქა არ მოაკლდება. 2018 წლის შემობრძანებამდე სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი. დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად დედაქალაქის ქუჩებში, განსაკუთრებით კი ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ. დეზერტირების ბაზარზე დილიდანვე ხალხმრავლობა და წინასაახალწლო ფუსფუსია. „ექსპრესნიუსი“ შეეცადა გაერკვია თუ როგორი ფასებია წინასაახალწლოდ პროდუქტებზე. ჩვენთან საუბარში მოვაჭრები ამბობენ, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურებას შარშანდელთან შედარებით პროდუქტებზე რადიკალური ფასების ზრდა არ გამოუწვევია, თუმცა საპირისპიროს აღნიშნავენ მოქალაქეები. ისინი ამბობენ, რომ ლარის გაუფასურებასთან ერთად პროდუქტების ფასებიც მაღალ ნიშნულს მიუახლოვდა.
„ექსპრესნიუსს“ მოვაჭრეებმა უთხრეს, რომ გოჭის ფასი მის წონაზეა დამოკიდებული. შესაბამისად ფასი 90 ლარიდან იწყება და 120 ლარამდე მერყეობს. ერთ-ერთი მოვაჭრე გია ხადილაშვილი ამბობს, რომ ახალი წლის დღეს შესაძლოა გოჭის ფასმა კიდევ 10-15 ლარით მოიმატოს.
მყიდველი ყველაზე მცირე წონის ინდაურის ყიდვას 50 ლარად შეძლებს, ყველაზე დიდი ზომის ფასი კი, 110 ლარამდე აღწევს.
იმისთვის, რომ სუფრა გოზინაყით დავამშვენოთ, აუცილებლად დაგვჭირდება ნიგოზი და თაფლი. მოვაჭრეების თქმით, ბაზარზე დომინანტი და ყველაზე მოთხოვნადი რაჭული ნიგოზია, რომლის ფასიც 35 ლარს შეადგენს. თუმცა, ბაზარზე უფრო დაბალფასიანი ნიგოზის შეძენაც შეიძლება. მისი ფასი 28 ლარიდან იწყება. რაც შეეხება თაფლს, 1 ლიტრი თაფლის ყიდვას 15-20 ლარის ფარგლებში შეძლებთ.
საახალწლო სუფრის მენიუში ერთ-ერთ მთავარ ადგილს ბოსტნეული იკავებს. 1 კილოგრამი კიტრი 4 ლარი, ხოლო პომიდორი 5 ლარი ღირს. ბაზარზე ხილის და ციტრუსის ფასები ასე გამოიყურება: ფორთოხალი - 2-2,50 ლარი, მანდარინი - 1, 50- 2,50 ლარი, 1 ცალი ქოქოსი 3 ლარი, 1 ცალი ანანასი 10 ლარი, ვაშლი-1, 50- 5 ლარი, ყურძენი 3 დან 4 ლარამდე აღწევს, ბროწეული 4 ლარი ღირს. რაც შეეხება რძის პროდუქტებს, 1 კილოგრამი სულგუნი 17, შებოლილი სულგუნი 18, ხოლო იმერული ჭყინტი ყველი 12 ლარი ღირს. შოკოლადების ფასი 4 ლარიდან იწყება და მისი მაქსიმალური ღირებულება 36 ლარს აღწევს. ამასთან, რაც შეეხება ალკოჰოლურ სასმელებს, კახური ღვინო 1 ლიტრი 6 ლარი ღირს, საფერავი- 5, ხოლო არაყი 5, 50 ლარი. P.S. სამწუხაროდ, ბევრ სოციალურ დაუცველ ოჯახს და პენსიონერს მოუწევს გოჭის და ინდაურის გარეშე შეხვდეს ახალ 2018 წელს. ტრადიციულად, „ქართულად“ საახალწლო სუფრაზე ბევრი კერძი ხელუხლებელი დაგვრჩება, მაგრამ „მერე რაა სუფრას ხომ ჩიტის რძეც არ აკლდა“. „ექსპრესნიუსი“ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. გთავაზობთ ფოტო რეპორტაჟს ე.წ. დეზერტირების ბაზრობიდან:
თაკო მაქაცარია
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


გოჭი - მოგეხსენებათ ქართული, საახალწლო სუფრის მთავარი ატრიბუტია. საახალწლო სუფრა გოჭის გარეშე ალბათ ძალიან ცოტას წარმოუდგენია.
ინდაური - საახალწლო სუფრის ასევე მთავარი კომპონენტია. ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს და დიასახლისს საცივი ინდაურის ხორცის გარეშე ვერ წარმოუდგენია. ისევე როგორც გოჭის, ინდაურის ფასებიც მისი წონის მიხედვით განისაზღვრება.
გოზინაყი - ახალი წლის მთავარი სიმბოლოა, მისი ინგრედიენტების ღირებულება არცთუ იაფი აღმოჩნდა.
ჩურჩხელა და ჩირი - თხილით აკინძული ჩურჩხელის ღირებულება 60 თეთრიდან იწყება, ხოლო ნიგვზიანი ჩურჩხელის ფასი 3.50 ლარამდე აღწევს. ჩირის ფასი 5 ლარია.














epn.ge (@expressnews.ge)