|
2017-12-27 13:46:46, 815 ნახვა
რეგიონი
ბათუმზე კიდევ ერთი საიმიჯო ვიდეო-კლიპი გადაიღეს
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა შიდა ტურიზმის სტიმულირების მიზნით ბათუმზე კიდევ ერთი საიმიჯო ვიდეო-კლიპი გადაიღო. ბათუმს- ასე ქვია ვიდეორგოლს, რომლის ტექსტისა და მუსიკის ავტორია ნიაზ დიასამიძეა. „მუსიკაც და ტექსტიც ვფიქრობ ზუსტად გამოხატავს ბათუმის სრულიად განსაკუთრებულ ხასიათს. ვიდეორგოლის დანიშნულება შიდა ტურიზმის სტიმულირებაა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქის სტუმრები ხედავდნენ ბათუმს ბათუმელებით. ქალაქი უპირველეს ყოვლისა არის ის ენერგეტიკა, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა ქმნის. ასევე, საჭიროდ ჩავთვალეთ პორტრეტებთან ერთად ვიდეორგოლს წარმოეჩინა ის ელემენტები, რომელთა ერთობლიობა ქმნის ბათუმს. მადლობა მინდა ვუთხრა ყველას ვინც ამ პროექტზე მუშაობდა,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა. 2017 წელს, აჭარის ტურისტული პროდუქტებისა და ღირსშესანიშნაობების წარმოსაჩენად აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ჯამში 5 საიმიჯო ვიდეო-რგოლი გადაიღო. მათი ნაწილი ისეთ პოპულარული ტელეკომპანიების მაყურებელმა ნახა, როგორებიცაა BBC, Euronews და CNN. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის დაკვეთით ვიდეორგოლი გადაიღო სარეკლამო კომპანია „Look production“-მა გადაიღო.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)