2017-12-26 15:10:41, 1897 ნახვა
საზოგადოება
აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად სპეციალურ ტექნიკას შეიძენენ
2018 წლის აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიით გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს შპს “მექანიზატორი“ უახლოეს მომავალში 130 მაღალი გამავლობის (70 მაღალი გამავლობის ავტომობილი თერმული ნისლის აგრეგატით, 50 მცირემოცულობიანი შემასხურებელი ტექნიკა) ტექნიკის შეძენას გეგმავს, რისთვისაც სახელმწიფო 20 მლნ ლარს დახარჯავს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შპს “მექანიზატორი“ სპეციალიზირებული კლასის (პიკაპი) ავტომობილების შეძენისათვის ბაზრის კვლევის შემდგომი შეხვედრას გამართავს, სადაც საქართველოში რეგისტრირებული მიმწოდებლებს იწვევს.
დეტალური ინფორმაცია ტექნიკის შესყიდვასთან დაკავშირებით შესყიდვების სააგენტოს შემდეგ ბმულებზეა განთავსებული: http://procurement.gov.ge/Market-research/meqanizatori-(1).aspx, http://procurement.gov.ge/Market-research/meqanizatori.aspx
შეხვედრა, შესყიდვაში მონაწილეობის მიღების მსურველთათვის 27 დეკემბერს 18:00 საათზე შპს მექანიზატორის ცენტრალურ ოფისში გაიმართება.
თბილისი, 0159, სანდრო ახმეტელის 10ა, კინოსტუდიის შენობა 3 სართული.
(NS)
ავტორი: ,