|
2017-12-25 20:31:43, 2534 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი საბაჟო კავშირის წევრია, ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა არ შესუსტებულა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სომეხ კოლეგა სერჟ სარგსიანთან ერთად გამართულ პრესკონფრენციაზე საქართველო-სომხეთს შორის ეკონომიკურ ურთიერთობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, ხოლო სომხეთი ევრაზიულ კავშირში გაწევრიანდა, ეკონომიკური თანამშრომლობა არ შესუსტებულა: „ჩვენ ვისაუბრეთ იმ პერსპექტიულ პროექტებზე, რომელმაც რეგიონს უნდა მოუტანოს მეტი ეკონომიკური მოგება, მეტი სტაბილურობა, ვისუაბრეთ ჩვენი ორი ქვეყნის სტრატეგიულ ჩართულობებზე, როგორც ევროკავშირის მასშტაბით, ასევე სომხეთის აქტიურ თანამშრომლობაზე ევრაზიული კავშირის ფარგლებში და ხაზი გავუსვით იმას, რომ ამ თვალსაზრისით ორივე ქვეყანამ მოახერხა და მიაღწია იმას, რომ ჩვენ ასოცირებულ ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი და თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს ევროპასთან,ხოლო სომხეთი საბაჟო კავშირის წევრია, ამ გარემოებამ არანაირად არ შეასუსტა ეკონომიკური თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის, არამედ პირიქით წელს ჩვენ ვხედავთ, რომ როგორც ტვირთბრუნვა ჩვენს ქვეყნებს შორის, ასევე ტურიზმის მიმართულებით ყოველწლიურად ვზრდით მონაცემებს“,-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ლიკლიკაძე - მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საარსებო შემწეობა კიდევ 7 235 საქართველოს მოქალაქეს შეუწყდა
ყაზახეთი განიხილავს ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს
თურქეთის პარლამენტის წევრებმა ანკარას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)