|
2017-12-25 17:41:20, 1898 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი ეწვია
სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სერჟ სარგსიანისა რიტა სარგსიანის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. სომხეთის პრეზიდენტი, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, კათოლიკოს - პატრიარქთან, პრემიერმინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. სერჟ სარგსიანის ოფიციალური დახვედრის ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, სადაც შედგება ასევე საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტების პირისპირ და დელეგაციებთან ერთად, გაფართოებული ფორმატის შეხვედრები. სასახლეშივე გაკეთდება ქართველი და უცხოური მედიისათვის განცხადებები. სერჟ სარგსიანი საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს და მათ ხსოვნას პატივს მიაგებს. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სომხეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში, ვინაიდან საქართველოსა და სომხეთს ძალიან მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა აქვთ და შესაბამისად, ვიზიტის ფარგლებში განიხილება სწორედ სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ძირითადი საკითხები. "ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორი ქვეყნის ბიზნესმენებმა ისარგებლონ ურთიერთ ტერიტორიების გამოყენებით სავაჭრო სფეროში, ვინაიდან ჩვენ ვთავაზობთ სომეხ ბიზნესმენებს გამოიყენონ საქართველოს ტერიტორია, შექმნან პროდუქცია და გაიტანონ დაუბეგრავად ის ევროკავშირის ბაზარზე DCFTA ფარგლებში. ანალოგიურად, ჩვენი სომეხი პარტნიორები ყოველთვის აღნიშნავენ, რომ ქართველებს ასევე შეუძლიათ წარმატებით ინვესტირება და შექმნილი პროდუქციის სომხეთიდან ევრაზიულ სავაჭრო სივრცეში გატანა. სულ უფრო მზარდია ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში. ყოველი წელი კიდევ უფრო მეტად დინამიური და მნიშვნელოვანია, რომ ეს მზარდი ტენდენცია გაგრძელდეს და ცხადია, საქართველო დარჩეს ყოველთვის განსაკუთრებით მიმზიდველ ქვეყნად სომეხი ტურისტებისთვის", - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.
ლიკლიკაძე - მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საარსებო შემწეობა კიდევ 7 235 საქართველოს მოქალაქეს შეუწყდა
ყაზახეთი განიხილავს ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს
თურქეთის პარლამენტის წევრებმა ანკარას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)