|
2017-12-24 10:28:00, 2656 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: 2018 წელსაც პარლამენტის ამოცანა ჩვენი ამომრჩევლისთვის მიცემული დაპირებების შესრულება იქნება
„ჩვენთვის მთავარია პოზიტიური მიმართულებით მუშაობის გაგრძელება, დღის წესრიგის განხორციელება, ჩვენი ამომრჩევლისთვის მიცემული დაპირებების შესრულება და ზუსტად ეს იქნება პარლამენტის ამოცანა მომდევნო წლისთვისაც",- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის სამომავლო გეგმებზე საუბრისას განაცხადა. ტელეკომპანია „იმედთან" საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ გასული წელი შეაჯამა. მისი შეფასებით, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ჩართულობით და მონაწილეობით, მნიშვნელოვანი, ქვეყნის დემოკრატიულ, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული რეფორმები განხორციელდა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტს ამბიციური და კვალიფიციური გუნდი ჰყავს და საქმიანობის დახვეწის ძალიან დიდი რესურსი აქვს. „ძალიან აქტიური იყო საპარლამენტო ცხოვრება 2017 წლის განმავლობაში, უამრავი კანონპროექტების პაკეტი მიიღო საქართველოს პარლამენტმა და თითოეული კანონი, თითოეული პაკეტი ემსახურებოდა იმას, რომ გაგრძელდეს ქვეყნის დემოკრატიული, ეკონომიკური და სოციალური განვითარება. ეს იყო მიზანი რეფორმების, რომელიც განხორციელდა პარლამენტის ჩართულობით და მონაწილეობით. გარდა ამისა, ასევე, აღვნიშნავ, რომ ვითარება არის ჯანსაღი საქართველოს პარლამენტში, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ არსებობდეს ჯანსაღი თანამშრომლობა, კომუნიკაცია პოლიტიკურ პარტიებს შორის და ამის შედეგებს ყველა ვხედავთ. ეს არის ის ჯანსაღი პროცესები, რომლებიც წარიმართება საქართველოს პარლამენტში და ამ მიმართულებით გაგრძელდება, რა თქმა უნდა, მუშაობა. პარლამენტს ჰყავს ძალიან ამბიციური და კვალიფიციური გუნდი, აქვს ძალიან დიდი რესურსი იმისთვის, რომ დაიხვეწოს საპარლამენტო ფუნქციები, კანონშემოქმედებითი მიმართულებით კიდევ უფრო დაიხვეწოს ჩვენი საქმიანობა, ზედამხედველობის მიმართულებით კიდევ უფრო დაიხვეწოს ჩვენი საქმიანობა და მთავარია, რომ 4 წლის თავზე, როდესაც ჩვენ უკან გავიხედავთ, შეგვეძლოს იმის თქმა, რომ პარლამენტში განხორციელდა თვისებრივი ცვლილება. ეს სჭირდება ნამდვილად ჩვენს საკანონმდებლო ორგანოს, რომელიც არის ცენტრალური რგოლი ჩვენს კონსტიტუციურ სისტემაში",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო 2018 წელს აქტიურ მუშაობას გეგმავს. „მაქვს მოლოდინი, რომ იქნება ჯანსაღი თანამშრომლობა და კომუნიკაცია ყველა საპარლამენტო პარტიას შორის",- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ლიკლიკაძე - მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საარსებო შემწეობა კიდევ 7 235 საქართველოს მოქალაქეს შეუწყდა
ყაზახეთი განიხილავს ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს
თურქეთის პარლამენტის წევრებმა ანკარას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)