06:19 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-24 10:17:34, 2055 ნახვა

კომენტარი
ირაკლი კობახიძე: ვიწყებთ მუშაობას დეცენტრალიზაიცის სტრატეგიის შემუშავებაზე

„ვიწყებთ ძალიან აქტიურად მუშაობას იმაზე, რომ შემუშავდეს დეცენტრალიზაციის სტრატეგია",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „იმედის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ დეცენტრალიზაციის ხარისხი ქვეყანაში მოქმედი თვითმმართველი ერთეულების რაოდენობაზე დამოკიდებული არ არის.

„იყო თითიდან გამოწოვილი აჟიოტაჟი შვიდი ერთეულის გამსხვილებასთან დაკავშირებით. დეცენტრალიზაციის ხარისხი ნამდვილად არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენი თვითმმართველი ერთეული მოქმედებს ქვეყანაში. იქნება ეს 64 თუ 71 თერთმეტი, ამით არ განისაზღვრება დეცენტრალიზაციის ხარისხი. მე ვარ სპეციალისტი თვითმმართველობის. ამ სფეროში ვმუშაობდი 8 წლის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, ზუსტად ვიცი, რა არის დეცენტრალიზაცია და რა არ არის დეცენტრალიზაცია. რაც შეეხება რეფორმას, რომელზეც ისაუბრა პრემიერმა თავისი საპარლამენტო მოხსენების ფარგლებში, მე გახდით ინიციატორი ამ მიმართულებით რადიკალური ცვლილებების განხორციელების და ვიწყებთ ძალიან აქტიურად მუშაობას იმაზე, რომ შემუშავდეს დეცენტრალიზაციის სტრატეგია",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი განმარტებით, დეცენტრალიზაცია თვითმმართველობებისთვის მეტი უფლებამოსილება და რესურსებია. ირაკლი კობახიძის შეფასებით, დეცენტრალიზაციის ხარისხი დღეს დაბალია.

„ დეცენტრალიზაცია ეს არის მეტი უფლებამოსილებები და მეტი რესურსები, მათ შორის ფინანსური რესურსები თვითმმართველობებისთვის. დღეს არის დეცენტრალიზაციის ხარისხი ძალიან დაბალი. განსაკუთრებით აქცენტს გავაკეთებ ფისკალურ დეცენტრალიზაციაზე. საქართველოში თვითმმართველობების მთლიანი შემოსავლების ხვედრითი წილი მშპ-სთან (მთლიანი შიდა პროდუქტი) მიმართებით, არის დაახლოებით 3,7 %, მაშინ, როდესაც ერთგვარი ევროპული მინიმუმი არის 7%. შესაბამისად, იმისათვის, რომ ჩვენ დავეწიოთ ევროპულ მინიმუმს, საჭიროა თვითმმართველობის საბიუჯეტო შემოსავლების სულ მცირე გაორმაგება. მაგალითად, შვეიცარია არის ერთ-ერთი ყველაზე დეცენტრალიზებული ქვეყანა, შვედეთი არის ერთ-ერთი ყველაზე დეცენტრალიზებული ქვეყანა. შვედეთში, დაახლოებით ათჯერ არის შემცირებული თვითმმართველი ერთეულების რაოდენობა გასული ათწლეულების განმავლობაში, ისევე, როგორც შვეიცარიაში რამდენჯერმე არის შემცირებული თვითმმართველი ერთეულების რაოდენობა, თუმცა, ეს არის ყველაზე დეცენტრალიზებული, ასე ვთქვათ, სახელმწიფოები. ვინც არის ამის სპეციალისტი, სასაცილოდაც არ ეყოფა არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ 64 და 71 რაიმენაირად უკავშირდება დეცენტრალიზაციას",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.​





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics