13:21 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-22 18:30:08, 2532 ნახვა

სამართალი
კალათბურთის დაკავებული მსაჯები ბრალს აღიარებენ

კალათბურთის დაკავებული მსაჯები - ირაკლი და დავით ბერიშვილები ბრალს აღიარებენ.

 ამის შესახებ ჟურნალისტებს მათმა ადვოკატმა იასონ ბესელიამ განუცხადა.

„ედავებიან იმას, რომ  გარკვეული თამაშების ჩაწყობის  სანაცვლოდ მათ აიღეს უკანონოდ გარკვეული ანაზღაურება.  ისინი აცხადებენ, რომ მათ თანხა აიღეს და დანაშაულს აღიარებენ.  დამოუკიდებლად რა თქმა უნდა არ მოქმედებდნენ. ამას  გამოძიება დაადგენს.  დეტალურად ვერ გეტყვით კიდევ ვინ მონაწილეობდა ამ სქემაში“,-განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები -ზაზა მაჩალაძე, ირაკლი ბერიშვილი და დავით ბერიშვილი, ასევე საკალათბურთო კლუბ „სოხუმი“-ს მწვრთნელი  ვაჟა კვარაცხელია და ამავე კლუბის თანამფლობელი - თემურ დათიკაშვილი დააკავეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირაკლი კირცხალია –ჩვენი გუნდი სწორედ ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს იმ პოლიტიკური კურსის ჩამოყალიბებას
მიხეილ სააკაშვილი – აქეთ იქით გაიხედეთ, რამდენი დარჩა „ქოცების“ მხარდამჭერი? შეწყვიტეთ ქოთქოთი
თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ
WP: აშშ არ გამორიცხავს ერაყში დარტყმებს ოპერაციის ოფიციალური დასრულების შემდეგაც კი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics