|
2017-12-21 18:06:09, 2112 ნახვა
პოლიტიკა
თბილისი მომავალ წელს „OGP"-ის გლობალურ ფორუმს უმასპინძლებს
გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო სესიაზე იუსტიციის სამინისტროს, როგორც OGP-ის პროცესის წამმართველი უწყების როლზე ისაუბრა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, OGP მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმაა, სადაც საქართველოს საშუალება აქვს, წარმოაჩინოს საკუთარი მიღწევები რეფორმიების სფეროში და გაიზიაროს საერთაშორისო გამოცდილება. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ „ღია მმართველობის პარტნიორობის" გლობალური ფორუმი 2018 წელს საქართველოში ჩატარდება ,,ღია მმართველობა" ეს გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ეძლევა საშუალება, წარმოაჩინოს განხორციელებული რეფორმები და ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, მიიღოს საუკეთესო გამოცდილების შესახებ რჩევები საერთაშორისო პარტნიორებისგან. ჩვენ, საფრანგეთის პრეზიდენტისგან გადმოვიბარეთ ესტაფეტა 2018 წელს ვგეგმავთ, რომ საქართველოში ჩავატაროთ ღია მმართველობის გლობალური ფორუმი. იუსტიციის სამინისტრო არის წამყვანი სამინისტრო ამ მიმართულებით," - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ცნობისთვის, „ღია მმართველობის პარტნიორობის" ინიციატივას, რომელიც 75 ქვეყანას აერთიანებს, საქართველო 2017 წლიდან ხელმძღვანელობს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველო მაღალი რანგის საერთაშორისო ფორუმის თავმჯდომარე ქვეყანა. საქართველოში „ღია მმართველობის პარტნიორობის" პროცესს წარმართავს და კოორდინაციას უწევს იუსტიციის სამინისტრო, ის წარმოადგენს ქვეყნის სხვადასხვა უწყებას „OGP"-ის ფორმატში საერთაშორისო დონეზე. (NS)
ლიკლიკაძე - მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საარსებო შემწეობა კიდევ 7 235 საქართველოს მოქალაქეს შეუწყდა
ყაზახეთი განიხილავს ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს
თურქეთის პარლამენტის წევრებმა ანკარას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)