19:04 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-20 21:33:27, 2876 ნახვა

კომენტარი
კვიციანი კვირიკაშვილს: არ გაქვთ ბოდიში მოსახდელი, მოსახლეობას შეიძლება ის უფრო ეწყინა, რომ დროზე არ აღელვდით

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ემზარ კვიციანი პარლამენტში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას შორის მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა.

„მადლობელი ვარ, რომ ჩემი და გაამართლეს, როგორც ეკუთვნოდა, რა თქმა უნდა, მაგრამ მარტო ჩემი და არ იყო იმ ადამიანების მიერ გაწამებული, რომლებიც დღეს აქ თავზე გედგნენ და თავხედობდნენ. თქვენ ბოდიშით დაიწყეთ საზოგადოებასთან დღეს ლაპარაკი, რომ აღელვდით. ამის გულისთვის არ გაქვთ ბოდიში მოსახდელი მოსახლეობისთვის, პირიქით, მოსახლეობას შეიძლება ის ეწყინათ უფრო რომ დროზე არ აღელვდით, ისეთი გათავხედებული არიან უკვე. ეს არის შედეგი იმ კოჰაბიტაციის, რომელიც თავს მოგახვიეს ჯერ თქვენ და მერე მთელ საქართველოს“, - განაცხადა კვიციანმა.

მან პრემიერ-მინისტრობის და მინისტრობის კანდიდატებს წარმატებები უსურვა:

„წარმატებას გისურვებთ და მინდა რომ სამართლიანები იყოთ და ასეთ თავდასხმებს ვერ გიბედავდნენ ისეთი ადამიანები, ვისაც ქართული სისხლი აქვთ დალეული“, - აღნიშნა კვიციანმა.

 

დაპირისპირება პარლამენტში - გიორგი კვირიკაშვილმა ნიკა მელიას უცენზურო სიტყვებით მიმართა (ვიდეო)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტის ანგარიშში ირაკლი ღარიბაშვილის გვარიც მოხვდა - რა წერია მასზე
თიბისი ტექსკლა - მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics