|
2017-12-20 18:21:04, 2290 ნახვა
პოლიტიკა
მთავრობის წევრობის კანდიდატებისა და საპარლამენტო უმცირესობის შეხვედრა დაპირისპირებით დასრულდა
პრემიერ-მინისტრობის და მინისტრობის კანდიდატების საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრა კამათით და დაპირისპირებით დასრულდა. კამათი „ევროპული საქართველოს“ დეპუტატის, გიგა ბოკერიას განცხადებამ გამოიწვია. მან საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი მიხეილ ჯანელიძე გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ევროსაბჭოში რუსეთისთვის ხმის მიცემის უფლების აღდგენის საკითხზე საქართველოს პოზიცია არ დაუფიქსირებია. „თქვენ იცით, რომ უკრაინაში აგრესიის შემდეგ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ შეუჩერა რუსეთს ხმის უფლება, სანქცია გამოიყენა. ამ რეზოლუციაში საქართველოს პრობლემაც ნახსენებია, რაც კარგია ჩვენთვის. სამწუხაროდ, არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ, რომ ხმა დაუბრუნონ რუსეთის ფედერაციას ისე, რომ მას არ შეუსრულებია რეზოლუციის მოთხოვნები. ბუნებრივია საქართველოს ინტერესია, როცა ჩვენზე აგრესიის გამო მიიღეს სანქციები, თუკი ვინმე ცდილობს, რომ ეს სანქციები მოუხსნას, ჩვენ ამის წინააღმდეგ ხმა ავიმაღლოთ. გაირკვა ჩვენი მეგობრებისგან, და ეს იცის საგარეო მინისტრმა კარგად, ბოლო განხილვისას, კომიტეტზე, საქართველომ საერთოდ პოზიცია არ დააფიქსირა ამაზე. დღეს ვკითხეთ ბატონ ჯანელიძეს, ინსტრუქცია გაქვთ თუ არა მიცემული ელჩისთვის, რომ ყველა დოზით დაუპირისპირდეთ რუსეთისთვის ამ სანქციის მოხსნას, მინისტრისგან მივიღეთ ზოგადი პასუხი, რომ „მას მივეცით ინსტრუქცია ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედოს“. ან დაგვცინის ან არ გვეუბნება, აგვიხსენით, არ დაგემორჩილათ ელჩი? არ გაქვთ კონკრეტული ინსტრუქცია რომ სანამ ქვეყნის ოკუპაცია გრძელდება, ხელი შეუშალოთ ყველგან რუსეთისთვის სანქციების მოხსნას? ეს არალეგიტიმური კითხვაა?“, - განაცხადა ბოკერიამ. მას პრემიერობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა უპასუხა და განაცხადა, რომ არ ყოფილა არც ერთი საერთაშორისო ფორმატი, სადაც ხელისუფლებამ უკრაინისადმი სოლიდარობა არ გამოხატა. „დღესაც ვამბობ, კონკრეტულ შემთხვევაში საქართველო მოქმედებს ევროსაბჭოს პრინციპების და სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით. ჩვენ არც ერთ მომენტში არ გვქონია კაპიტულანტური პოზიცია ოკუპანტის მიმართ”, - აღნიშნა კვირიკაშვილმა. ამის შემდეგ ბოკერიამ კვირიკაშვილს კითხვით მიმართა, გაბრაზდა თუ არა იგი მის განცხადებაზე, რაზეც პრემიერ-მინისტრმა უპასუხა: ”რა თქმა უნდა გავბრაზდი, მე კი არა მთელი საქართველოა თქვენზე გაბრაზებული. საქართველოს წინაშე რაც თქვენ გაქვთ გაკეთებული, ღმერთმა დაიფაროს ნებისმიერი პოლიტიკური ძალა”, - აღნიშნა კვირიკაშვილმა. პრემიერის განცხადების შემდეგ, გიგა ბოკერის კითხვით საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჯანელიძემ მიმართა: „როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყავით, გაერო-ს უშიშროების საბჭოს ფორმატში საქართველომ რუსეთ-საქართველოს კოფლიქტის საკითხი რატომ არ დააყენა? ელჩის დონეზეც კი არ იყო დაყენებული ეს საკითხი“. კითხვის შემდეგ, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ მიხეილ ჯანელიძეს ზრდილობისკენ მოუწოდა და სხდომა დახურულად გამოაცხადა. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა კი, ბაქრაძეს მიმართა და მოუწოდა, ზრდილობა თანაპარტიელებს მოსთხოვოს.
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
ფილფანი- გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის და ყველა იმ მაღალჩინოსანი პირის მიმართაც, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს
Volvo 365 – ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
სეპარატისტული რეჟიმი: თურქეთში აფხაზური პასპორტების აღიარების საკითხზე დისკუსია მიმდინარეობს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)