16:55 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-20 11:10:12, 1917 ნახვა

საზოგადოება
ახალი წლის ღამეს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება

ახალი წლის ღამეს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საახალწლო კონცერტები დედაქალაქში სამ ლოკაციაზე გაიმართება, რომელზე დასწრების მსურველებსაც, საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობა 04:00 საათამდე შეეძლებათ.

„ჩვენ გამოვაცხადეთ, რომ მეტრო მგზავრების უფასოდ გადაყვანას უზრუნველყოფს. ასევე, მოსახლეობისთვის ავტობუსებით მომსახურება უფასო იქნება. ვისაც სურვილი აქვს გლდანში, ვარკეთილსა და ევროპის მოედანზე მობრძანდეს და კონცერტებს დაესწროს, ის უზრუნველყოფილი იქნება, როგორც მეტროთი, ასევე ავტობუსებით. ავტობუსებით უფასოდ გადაადგილება დილის 04:00 საათამდე იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
სატვირთოს მძღოლი, რომელიც რკინის კონსტრუქციებში მოყვა, დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics