|
2017-12-20 11:06:42, 1545 ნახვა
კომენტარი
დავით სერგეენკო: ჯანდაცვა პრივილეგიიდან პრიორიტეტად გადაიქცა
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ თავის გამოსვლაში ძირითადი აქცენტები ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური პოლიტიკის, შრომისა და დასაქმების საკითხებზე გააკეთა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, გატარებული რეფორმების შედეგად, ჯანდაცვა პრივილეგიიდან პრიორიტეტად იქცა. მისივე თქმით, რეფორმებს შორის კი ერთ-ერთი უმთავრესი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაა და სწორედ აღნიშნული პროგრამა უზურნველყოფს მოსახლეობისთვის გეგმიური და გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებების მიწვდომადობას. დავით სერგეენკომ ყურადღება გაამახვილა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში აღიარეს, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ვერაგი დაავადების აღმოფხვრის უნიკალურ საშუალება. ჯანდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე, რამაც ერთობლიობაში რეფორმის მასშტაბი შეიძინა. სერგეენკოს თქმით, სწორედ აღნიშნულმა ნაბიჯებმა განაპირობა დედათა და ბავშვთა სიკვდილობის მნიშვნელოვანი შემცირება და დაგეგმილ მაჩვენებლთან გათანაბრება. მანვე აღნიშნა, რომ ქვეყანაში აბორტის მაჩვენებლის მკვეთრი შემცირება ფიქსირდება. დავით სერგეენკომ გამოსვლაში მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმო სამედიცინო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და სამედიცინო მომსახურების ტერიტორიული მიწვდომადობის ზრდას საქართველოს მასშტაბით. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ მიმართულებით უმთავრესი საქმიანობა იყო ახალი კლინიკებისა და ამბულატორიების მშენებლობა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების რეფორმა, მისი სამედიცინო პერსონალის და სოფლის ექიმების ანაზღაურების გაზრდა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლების ხელშეწყობა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. სერგეენკოს განცხადებით, ამ მიმართულებით დაგეგმილი საქმიანობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დარგის სპეციალისტების პროფესიული მომზადების ხარისხის გაუმჯობესებას. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სოციალურად დაუცველთა საჭიროებებზე და მათი სოციალური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიაზე. როგორც დავით სერგეენკომ აღნიშნა, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მთავარი ტვირთი მედიკამენტებზე მიწვდომადობაა. მინისტრის თქმით, სწორედ ამ მიზნით, 2017 წლის 1 ივლისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას დაემატა სოციალურად დაუცველთა ქრონიკული მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტი, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა ამ ჯგუფის მოქალაქეთა დანახარჯი მედიკამენტებზე. მინისტრმა აღნიშნა, რომ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შეფასების მეთოდოლოგია საჭიროებს მუდმივ ცვლილებებს, დახვეწას და ამ მიმართულებით სამინისტროს აქვს შემუშავებული კონკრეტული სტრატეგია. „ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შემცირდა მოსახლეობის და მათ შორის ბავშვთა ზოგადი და უკიდურესი სიღარიბე, რასაც გაეროს ბავშვთა ფონდის ბოლო კვლევაც ადასტურებს. თუმცა, მიღწეული შედეგებით სამინისტრო არ დაკმაყოფილდება და მუდმივად გაგრძელდება ამ საკითხზე მუშაობა“,-აღნიშნა სერგეენკომ. დავით სერგეენკომ ასევე ყურადღება გაამახვილა შრომისა და დასაქმების მიმართულებაზე. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამინისტროს, ფაქტობრივად, არარსებული სფეროს ამუშავება მოუწია, რამდენადაც არ არსებობდა კონკრეტული ბერკეტი, რომელიც დასაქმებულთა შრომის პირობებსა და უფლებებს დაიცავდა. „ჯანდაცვის სამინისტროში შექიმნა შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი, რომლის სტრუქტურაში შემავალი შრომის ინსპექტორების მიერ ხორციელდება დასაქმებულთა შრომის პირობების მონიტორინგი“,-აღნიშნა სერგეენკომ. დავით სერგეენკომ „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რაც ხელს შეუწყობს უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემო პირობების შექმნას. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამინისტროს მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყანაში შრომითი დავების მედიაციის მექანიზმის დანერგვა, რამაც ხელი შეუწყო შრომითი ურთიერთობების საფუძველზე წარმოშობილი დავების გადაწყვეტის ეფექტიანი მექანიზმის შექმნას. დავით სერგეენკო თავის გამოსვლაში ასევე შეეხო დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებას. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამუშაოს მაძიებელთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირებული პირები აქტიურად მონაწილეობენ სამინისტროს მიერ ორგანიზებულ დასაქმების ფორუმებში, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი პოტენციურ დამსაქმებლებთან სამუშაოს მაძიებელთა შეხვედრას და მათ დასაქმებას. (NS)
ევროპარლამენტის ანგარიშში ირაკლი ღარიბაშვილის გვარიც მოხვდა - რა წერია მასზე
თიბისი ტექსკლა - მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)