08:44 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-19 14:07:08, 2041 ნახვა

მსოფლიო
თურქეთში ერთ-ერთ ქუჩას რუსეთის მოკლული ელჩის, ანდრეი კარლოვის სახელი დაერქმევა

თურქეთის ქალაქ დემრეში ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩას რუსეთის მოკლული ელჩის, ანდრეი კარლოვის  სახელი დაერქმევა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.

როგორც თუქეთში რუსეთის ამჟამინდელმა ელჩმა ალექსეი ერხოვმა განაცხადა, ქუჩას სახელი 2018 წელს დაერქმევა.

"ქუჩას ბატონი კარლოვის სახელი დაერქმევა. ამაზე მიმდინარეობს მთელი რიგი სამუშაოები. გარდა ამისა, იგეგმება მემორიალური დაფის გახსნა, სადაც დიპლომატის შესახებ იქნება ინფორმაცია მითითებული", - განაცხადა ელჩმა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობიდან ზუსტად ერთი წელი გავიდა. ანდრეი კარლოვი 2016 წლის 19 დეკემბერს ანკარაში იმ დროს მოკლეს, როდესაც ფოტოგამოფენაზე სიტყვით გამოდიოდა. მას 22 წლის მევლუთ მერთ ალთინთაშმა ესროლა, რომელიც ყოფილი სპეცრაზმელი იყო. ის პოლიციამ შემთხვევის ადგილზევე მოკლა. თურქეთმა და რუსეთმა მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭეს და მკვლელობის ერთობლივ გამოძიებაზე შეთანხმდნენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics