08:44 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-19 11:22:26, 1911 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის სტრატეგიული უსაფრთხოების ახალ დოკუმენტში საქართველოზეც არის საუბარი

თეთრმა სახლმა ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის განახლებული დოკუმენტი გამოაქვეყნა.

შესაბამისი დოკუმენტი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ვებგვერდზეა განთავსებული.

68-გვერდიან დოკუმენტში იმ გლობალური საფრთხეების შესახებ წერია, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტში გლობალური საფრთხეების ნაწილში ამერიკა რუსეთსა და ჩინეთს ასახელებს.

ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში საქართველოზეც არის საუბარი.

"ძლიერი და თავისუფალი ევრო ამერიკისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ამერიკასა და ევროპას აერთიანებენ: დემოკრატიის პრინციპები, თავისუფლებისადმი ლტოლვა და კანონის უზენაესობა. ერთად გამოვიარეთ მეორე მსოფლიო ომი და შევინარჩუნეთ სტაბილურობა. დღეს ევროპა ჩვენი ყველაზე მთავარი სავაჭრო პარტნიორია. მართალია საბჭოთა კომუნიზმის საფრთხეები აღარ არსებობს, მაგრამ ახალი საფრთხეები ჩვენს ნებისყოფას ცდიან. რუსეთი დამანაგრეველ ზომებს იყენებს, რათა ამერიკის სანდოობა ევროპასთან მიმართებაში შეასუსუტოს, ასევე ძირს უთხრის ტრანსატლანტიკურ ერთიანობას და ხელს უწყობს ევროპული ინსტიტუტებისა და მთავრობების შესუსტებას. საქართველოსა და უკრაინაში შეჭრით რუსეთმა აჩვენა, რომ მზადაა რეგიონის სახელმწიფოების სუვერენიტეტი დაარღვიოს. რუსეთი აგრძელებს მეზობელი ქვეყნების დაშინებას მუქარის შემცველი ნაბიჯებით, მათ შორის ბირთვული პოტენციალის გაძლიერებით და შეიარაღების განთავსებით", - ნათქვამია დოკუმენტში.

დოკუმენტში საუბარი ასევე, ჩრდილოეთ კორეას, ირანსა და ტერორიზმს, კერძოდ კი "ისლამურ სახელმწიფოს" შეეხო.

ცნობისთვის, დოკუმენტს ხელი ქვეყნის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოაწერა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics