16:55 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-19 10:58:26, 1907 ნახვა

საზოგადოება
„112“-ს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს.

შსს-ს ინფორმაციით, ამ თანამდებობაზე ნიკა გელაშვილი დაინიშნა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლევან კაკავამ „112“-ის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი პირადად წარუდგინა.

პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი ნიკა გელაშვილი მიმდინარე წლის 30 იანვრიდან 15 დეკემბრამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორი იყო. 2016 წლის 9 სექტემბრიდან 2017 წლის 30 იანვრამდე იგი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა. 2013–2016 წლებში ნიკა გელაშვილი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს უფროსი, ხოლო 2013 წელს კი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო. 2009 – 2012 წლებში იგი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს მეოთხე განყოფილების (სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლი „წითელი ხიდი“) პატრულ-ინსპექტორად მუშაობდა. ნიკა გელაშვილმა 2008 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
სატვირთოს მძღოლი, რომელიც რკინის კონსტრუქციებში მოყვა, დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics