|
2017-12-14 20:13:36, 754 ნახვა
რეგიონი
ბათუმში, ახვლედიანის ქუჩაზე აფეთქებისას დაზარალებული ოჯახები ბინებით დაკმაყოფილდებიან
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ქალაქის მერთან, ლაშა კომახიძესთან ერთად ხარიტონ ახვლედიანის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების ადგილი კიდევ ერთხელ მოინახულა და სამხარაულის სახელობის ეროვნული ბიუროს ექსპერტის შეფასებას ადგილზე გაეცნო. როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, ოფიციალური დასკვნა მომავალ კვირას გახდება ცნობილი, თუმცა წინასწარი მონაცემებით, არსებული სახლის დემონტაჟი უნდა განხორციელდეს. დასკვნის საფუძველზე არსებული შენობა დასაშლელია, ახალ აშენებულ სახლში ყველა დაზარალებული მიიღებს ღირსეულ საცხოვრებელ პირობებს. „ჩვენ ვმუშაობთ ქალაქის მერიასთან ერთად და დროულად მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ მოხდეს დაზიანებული შენობის დემონტაჟი და აშენდეს ახალი კორპუსი. მალე გვექნება პასუხი იმის შესახებ თუ როგორც განხორციელდება მშენებლობა - მერის თანადაფინანსებით თუ მთლიანად ინვესტორის დახმარებით. მთავარი ამოსავალი ჩვენთვის არის მოსახლეობის უსაფრთხოება, რომელიც დაცული იქნება ნებისმიერ შემთხვევაში " - განაცხადა ზურაბ პატარაძემ. 10 დეკემბერს აფეთქების დროს დაზარალებული 9 ოჯახი დროებითი საცხოვრებელი ფართებით ბათუმის მერიამ იმავე დღეს დააკმაყოფილა. ბათუმის მერია გეგმავს ასევე აღწერის შედეგად დადგენილი ზარალის სრულად ანაზღაურებას. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)