23:19 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-11 14:03:19, 1849 ნახვა

კომენტარი
ვიქტორ დოლიძე: ვიზალიბერალიზაციის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს

საქართველოს ეროვნული პლატფორმისა და  მთავრობის ერთობლივ კონფერენციაზე: „საქართველო ევროკავშირის ასოცირების ამოცანები" ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ რუსულ პროპაგანდასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველო პროპაგანდას მხოლოდ ცივილური  მეთოდებით უპირისპირდება:

„რუსული პროპაგანდა საკმაოდ რთული თემა გახდა არა მხოლოდ ჩენთვის, დასავლეთ ევროპის ქვეყნებისთვისაც, ჩვენ ცივილური მეთოდებით ვიბრძვით. პროპაგანდას არასოდეს არ დავპირისპირებივართ ანტიპროპაგანდით, არ ვაპირებთ, რომ ეს გავაკეთოთ მომავალში. ჩვენ პროპაგანდას ვუპირისპირდებით ჩვენი თანამოქალაქეების ცნობიერების გაზრდით  და ამას კარგად ვუმკლავდებით“,-აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.

სახელმწიფო მინისტრმა, მოქალაქეების ცნობიერების ამაღლების კონტექსტში ვიზალიბერალიზაციის პროცესი ახსენა. დოლიძის განმარტებით, საქართველოს მოქალაქეთა 95%-ზე მეტმა  ევროკავშირისა და შენგენის ზონის წევრ ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობის წესები იცის. ვიქტორ დოლიძის ინფორმაციით, ვიზალიბერალიზაციის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს:

„ 95%-ზე მეტმა ჩვენმა თანამოქალაქეებმა იციან, როგორ უნდა იარონ უვიზოდ ევროკავშირისა და შენგენის ზონაში, 95%-ზე მეტმა ჩვენმა მოქალაქეებმა იციან, რა არ უნდა გააკეთონ, რომ ისინი არ გამოაძევონ, ან საფრთხე არ შეუქმნან  ჩვენს თანამოქალაქეებს. ძალიან კარგად მიმდინარეობს ეს პროცესი. დარწმუნებული ვარ, ვიცე-პრემიერის პორტფელის ხელში კიდევ უფრო გაძლიერდება და კიდევ უფრო მეტი ასახვა ექნება როგორც საგარეო, ისე საშინაო კომუნიკაციას ამ თვალსაზრისით“,-აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics