07:08 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-05 14:21:17, 2159 ნახვა

მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს, - ამის შესახებ Interfax იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ასევე დაკავებულია ქალი, რომელმაც სპეცრაზმის მიკროავტობუსს, რომელშიც სააკაშვილი იმყოფება, ქვა ესროლა.

მედიის ცნობით, სპეცრაზმელებმა მხარდამჭერების წინააღმდეგ ცრემლსადენი გახი 2-ჯერ გამოიყენეს. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა, თუმცა სპეცრაზმი მის ტერიტორიიდან გაყვანას ვერ ახერხებს. ექს-გუბერნატორის მხარდამჭერებმა სპეცრაზმის ავტომობილი ალყაში მოაქციეს. მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას მართავს. აღსანიშნავია, რომ ადგილზე უკრაინის პარლამენტის რამდენიმე დეპუტატიც იმყოფება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შვედეთის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ისინი რუსეთის სიღრმეში დარტყმებს განახორციელებენ
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
საფრანგეთში, მოსწავლეებმა სკოლების ბლოკირება დაიწყეს მასწავლებლების დეფიციტისა დანგრეული ინფრასტრუქტურის გამო
ბერა ივანიშვილი მამის კონტროლირებად სასამართლოში ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც ქოლცენტრების მფარველობას აბრალებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics