|
2017-12-04 09:37:42, 2191 ნახვა
პოლიტიკა
საერთაშორისო კონფერენცია „ევროკავშირი და პარტნიორები - მრავალფეროვნება ძლიერი ერთობისთვის" გაიხსნა
მიმდინარე წლის 4-5 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტი მასპინძლობს საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციას „ევროკავშირი და პარტნიორები - მრავალფეროვნება ძლიერი ერთობისთვის". კონფერენციის მიზანია ევროკავშირთან ინტეგრაციის, როგორც ქვეყნების შიდა რეფორმების ხელშეწყობის მექანიზმის, განხილვა და ევროინტეგრაციით შთაგონებული ცვლილებების დადებითი შედეგებისა და გამოწვევების შესახებ მსჯელობა. კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ 17 ქვეყნის პარლამენტების, მათ შორის, ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი, უკრაინა) და ევროპარლამენტის წარმომადგენლები. ასევე, კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობენ საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კონფერენცია გახსნეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ: რიჩარდ ჩარნეცკი - ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი, იანოშ ჰერმანი - ევროკავშირის ელჩი საქართველოში და ნილს სკოტი - გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში. საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენცია ტარდება საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით.
პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთის მიერ კაშხლების, გაზსადენებისა და ელექტროსადგურების საბოტაჟისთვის ემზადებიან
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციური პარტია იაბლოკო დუმის არჩევნებიდან მოხსნა
ადვოკატმა უარი თქვა თელავის სასტუმროში მომხდარ ინციდენტში ბრალდებულის დაცვაზე
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)