00:35 - 30 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-30 21:48:57, 2071 ნახვა

კომენტარი
პრემიერი: ვისურვებდი, განახლებულიყო „ლაღიძის წყლები" და ის სახაჭაპურე, რომელიც რუსთაველის გამზირმა დაკარგა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუსთაველის გამზირზე „ლაღიძის წყლების“ ყოფილი შენობის გამოსყიდვის სურვილს გამოთქვამს, - ამის შესახებ კვირიკაშვილმა დღეს „გალერეა თბილისის“ გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრემიერმა თბილისის მერს კახა კალაძეს მიმართა.

"ვისურვებდი, განახლებულიყო „ლაღიძის წყლები" და ის სახაჭაპურე, რომელიც დაკარგა რუსთაველის გამზირმა. მინდა, ქალაქის მერს, ჩვენს კახის ვუთხრა, იქნებ რაღაცნაირად მოვახერხოთ, რომ, რა თქმა უნდა, ბიზნესის უფლებების სრული დაცვით, გამოვისყიდოთ ეს ადგილი და ასევე განვაახლოთ. ეს არის ძალიან ბევრი თბილისელის სურვილი და, რა თქმა უნდა, არა ამ მასშტაბით, მაგრამ ისიც შეიძლება გახდეს მიმზიდველი ტურისტებისთვის. იმ ადამიანებისთვის კი, ვისაც ახსოვს ეს ადგილი და განსაკუთრებული მოგონებები აკავშირებს „ლაღიძის წყლებთან", ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics